რა დაემართება დედამიწას ადამიანების გარეშე? – 8-წუთიანი ვიდეო, რომელსაც ძნელია ემოციების გარეშე უყურო
8-წუთიან ვიდეოს, რომელშიც ნაჩვენებია, თუ რა დაემართება დედამიწას კაცობრიობის გაუჩინარებიდან 1 საათის, 48 საათის, 1 კვირის, 1 წლის, 10 წლის, 100 წლის და 100 მილიონი წლის შემდეგ, ძნელია, ემოციების გარეშე უყუროთ.
ყველაფერი იწყება ქალაქებში ელექტროენერგიისა და წყალმომარაგების გათიშვით, მეტროპოლიტენების გაჩერებით, გვირაბების დატბორვით…
როდესაც გათბობის სისტემა მწყობრიდან გამოდის და კონდიციონერები მუშაობას წყვეტს, ნოტიო ზედაპირებს ობი ედება, მილები იყინება და სკდება.
ადამიანებს ბუნება ანაცვლებს… ხეები და ბუჩქები ჭარბ ნახშირორჟანგს შთანთქავენ.
და რა მოხდება კოსმოსში? კარგი არაფერი – ადამიანის კონტროლის გარეშე დარჩენილი საერთაშორისო კოსმოსური სადგური ორბიტას მოსწყდება და დედამიწაზე დაეცემა.
მიწისქვეშა ნაგებობებიდან მეთანი მიწისზედა შენობებში შეაღწევს, რაც ხანძრებს და აფეთქებებს გამოიწვევს.
ეიფელის კოშკი, ემპაირ სტეიტ ბილდინგი და სხვა დიდი შენობები ჩამოიშლება. დროთა განმავლობაში, ადამიანის არსებობის ყველა კვალი გაქრება და მხოლოდ გაქვავებული ნაშთები დარჩება.
funtime.ge
კომენტარები