რჩევები

ოქროს შემოწმება – სამი უტყუარი ხერხი!

ყველამ ვიცით, რომ ოქროს ნივთებზე დატანილია სინჯი, რომელიც ძვირფასი ლითონის ამოცნობას გვიადვილებს, მაგრამ სინჯზე დატანილი რიცხვები ყოველთვის სინამდვილეს არ შეესაბამება. ზუსტად ასეთი შემთხვევებისთვის არსებობს ლითონის ხარისხის განსაზღვრის რამდენიმე ხალხური საშუალება, რომლის გამოყენება თავად, სპეციალისტების დახმარების გარეშე შეგიძლიათ.

წყლით შემოწმება

საკმაოდ რთული, მაგრამ ძალიან ზუსტი მეთოდია, რომლისთვისაც სამზარეულოს სასწორი და წყალი დაგჭირდებათ. შემოწმების ეს ხერხი დიდი ზომის ნაკეთობებისთვის უფრო მოსახერხებელია. პროცედურა კი შემდეგია:

სამზარეულოს სასწორის დახმარებით დაადგინეთ ოქროს პროდუქტის მასა და მიღებული რიცხვი ჩაიწერეთ.

ცარიელ სასწორზე დადგით წყლით სავსე ჭიქა და სასწორზე მონაცემები გაანულეთ.

ოქროს სამკაულს ძაფი მოაბით და ჭიქაში ჩაუშვით ისე, რომ ძირს და კედლებს არ შეეხოს.

შეცვლილი მაჩვენებლები ჩაიწერეთ.

შემდეგი ნაბიჯია ოქროს სიმკვრივის გამოთვლა – ამისათვის პროდუქტის საწყისი მასა უნდა გაიყოს მეორე რიცხვზე, რომელიც ძაფის დახმარებით ჩატარებული მოქმედების შედეგად მიიღეთ.

გაითვალისწინეთ, რომ ლითონის სიმკვრივის ყოველი მაჩვენებელი გარკვეულ სინჯს შეესაბამება.
მაგალითად: 12.5-დან 14-მდე არის 585 სინჯი, 18.5 არის 985 სინჯი. 12-ზე ნაკლები რიცხვი მიუთითებს იმაზე, რომ ლითონი ოქროსგან დამზადებული არაა, ან დიდი რაოდენობით მინარევებს შეიცავს.

იოდით შემოწმება

იოდით შემოწმება ეფუძნება გათვლას, რომ მაღალი სინჯის ოქრო იოდთან ქიმიურ რეაქციაში შევა და ფერს შეიცვლის.

არსებობს მოსაზრება, რომ 585 სინჯის ოქროსთან იოდის ექსპერიმენტი არც ისე საიმედოა, მაგრამ ასე არ არის. რეაქცია აუცილებლად აჩვენებს, ლითონი ნამდვილია თუ ყალბი.

პირველ რიგში, ოქროს პატარა მონაკვეთი აბრაზიული მასალით დაამუშავეთ. ამისთვის ზუმფარა („შკურკა“) ან ნემსიც გამოდგება.

ეცადეთ, შეარჩიოთ ყველაზე შეუმჩნეველი ადგილი, რათა მერე დიდი ხნის განმავლობაში იოდთან რეაქციის შედეგად გაჩენილი ყვითელი ლაქის წმენდა არ მოგიწიოთ.

დამუშავებულ ადგილზე წაუსვით იოდი ბამბის გამოყენებით.

დაბოლოს, დააკვირდით რეაქციას – თუ ოქროს დამუშავებულმა ნაწილმა მოყავისფრო-სპილენძისფერი ელფერი მიიღო, ლითონი ნამდვილია და არ შეიცავს რაიმე მინარევებს.

პურით შემოწმება

ეს ოქროს შემოწმების შედარებით ხანგრძლივი, მაგრამ მარტივი ხერხია.

ექსპერიმენტისთვის ჭვავის პურის ნაჭერი დაგჭირდებათ, რომელიც წყლით უნდა დაასველოთ. სველ პურში მოათავსეთ შესამოწმებელი ოქრო და გრილ, ბნელ ადგილას რამდენიმე დღის განმავლობაში შეინახეთ.

რამდენიმე დღის შემდეგ სველი პური გახმება. გატეხეთ და დააკვირდით, რა მდგომარეობაშია ოქრო და ადგილი, რომელსაც ის ეხებოდა:

ყალბი ოქრო ნესტის ზემოქმედებით ფერს შეიცვლის, ხოლო პური შესამჩნევად გამუქდება. თუ ფერი არც ლითონმა შეიცვალა და არც პურმა, თქვენ წინაშე ნამდვილი ოქროა.

დაბოლოს, ბონუსად ერთი რჩევა:

დასუნეთ – ოქროს სუნი არ უნდა ჰქონდეს, მაშინ როცა სპეციფიკური სუნი ყველა ლითონს დაკრავს, მათ შორის, ვერცხლსაც.

funtime.ge

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close