მოგზაურობასაქართველო

საქართველოში ორჯერადად აცრილ მოქალაქეებს შეუძლიათ QR-კოდიანი სპეციალური ცნობა აიღონ

საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორის მოადგილის, პაატა იმნაძის განმარტებით, მოგზაურობისთვის ან სხვა რაიმე მიზნებისთვის ორჯერადად აცრილ მოქალაქეებს ამცრელი დაწესებულებისგან უკვე შეუძლიათ მიიღონ აცრის დამადასტურებელი ცნობა.

პაატა იმნაძის თქმით, ეს ცნობა აცრების დამადასტურებელი სამახსოვრო ბარათისგან განსხვავებული იქნება და მასზე სპეციალური კოდი იქნება დატანილი. მისივე განმარტებით, შეიძლება ითქვას, რომ ეს კოვიდპასპორტის პირველი ეტაპია:

„ამცრელ დაწესებულებებს უკვე შეუძლიათ ამ ცნობის ამოღება იქ, სადაც თქვენ მეორე დოზას გაიკეთებთ. როდესაც დაარეგისტრირებენ თქვენს აცრას, მათ უკვე შეუძლიათ ამოიღონ ქაღალდის ფორმაზე არა მარტო ის, რასაც თქვენ ხელზე გაძლევენ, ხელით შევსებული აცრების ბარათს, არამედ კომპიუტერიდან თავისი QR კოდით“, – განაცხადა პაატა იმნაძემ სოციალურ ქსელში ხშირად დასმულ შეკითხვებზე პასუხისას.

უფრო ადრე ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ განაცხადა, რომ საქართველოს მოქალაქის კოვიდპასპორტში ვაქცინაციის, ჩატარებული ტესტებისა და ავადმყოფობის ისტორიის შესახებ ინფორმაცია იქნება ასახული. მისი თქმით, ეს დოკუმენტი უცხოეთში მოგზაურობის მსურველებისთვის იქნება განკუთვნილი.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, საქართველოში, ისევე როგორ მსოფლიოს უმეტეს ქვეყანაში, ამ ეტაპზე დოკუმენტის შემუშავება მიმდინარეობს და აღნიშნულ პროცესს საქართველო ერთ-ერთი პირველი დაასრულებს. თურნავამ დასძინა, რომ პასპორტის მფლობელებისთვის მომავალში კოვიდშეზღუდვები შემსუბუქდება.

საქართველოში კოვიდპასპორტის შექმნაზე დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ჯგუფი ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციისა და ესტონეთის წარმომადგენლებთან ერთად მუშაობს.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close