fbpx
საზოგადოებასაქართველო

კორონავირუსის ინდური შტამით ინფიცირების შემთხვევები საქართველოშიც გამოვლინდა

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, საქართველოში SARS-CoV-2-ის ინდური შტამით ინფიცირების შემთხვევები გამოვლინდა – ინდური შტამი ხუთ მოგზაურს დაუდგინდა.

„მოგახსენებთ, რომ კომპეტენციის ფარგლებში, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი მუდმივად აწარმოებს ქვეყანაში მოცირკულირე SARS-CoV-2-ის შტამების გავრცელების მონიტორინგს. ეპიდზედამხედველობის ფარგლებში, ქვეყანაში შემოსული ხუთი მოგზაურიდან აღებული ნიმუშის PCR კვლევებითა და სეკვენირებით დადგინდა, რომ აღნიშნული პირები ინფიცირებულნი იყვნენ SARS-CoV-2-ის ინდური შტამით.

ყველა ინფიცირებული იდენტიფიცირებული და იზოლირებულია. ისინი საქართველოში შემოვიდნენ სხვადასხვა თარიღში, ერთი და იმავე ქვეყნიდან, თუმცა სხვადასხვა ქვეყნის მოქალაქენი არიან. სამმა მათგანმა უკვე დატოვა ქვეყნის ტერიტორია.

ეპიდკვლევების მონაცემებით, მათი კლინიკური მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია“, – აღნიშნულია ცენტრის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

შეგახსენებთ, რომ ბრიტანეთში ჩატარებული კვლევის შედეგების თანახმად, „ფაიზერისა“ და „ასტრაზენეკას“ ვაქცინები ინდური შტამის წინააღმდეგაც ეფექტიანია, ამასთან, „ფაიზერის“ ვაქცინა ორივე დოზის მიღების შემდეგ 86%-იან ეფექტიანობას აჩვენებს, „ასტრაზენეკას“ ვაქცინა კი – 66-%-იანს; პირველი დოზის შემდეგ კი ორივე ვაქცინის ეფექტიანობა მხოლოდ 33%-ია.

ნუცა ყაველაშვილი

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close