მსოფლიოსაზოგადოება

დინოზავრის ქანდაკებაში დაკარგული ადამიანის ცხედარი აღმოაჩინეს – შემთხვევა ესპანეთში მოხდა

ესპანეთის პოლიცია 39 წლის მამაკაცის გარდაცვალების დეტალებს იძიებს, რომლის ცხედარიც ბარსელონის გარეუბანში, სანტა კოლომა დე გრამენეტში, სტეგოზავრის დეკორატიულ ქანდაკებაში იპოვეს.

შაბათს „დინოზავრთან“ ახლოს სეირნობისას მამა-შვილმა მძაფრი სუნი იგრძნო, რომელიც დინოზავრის ფიგურიდან მოდიოდა. მამამ ცხედარი დინოზავრის ფეხზე არსებული ბზარიდან შეამჩნია.

სამართალდამცავების განცხადებით, შემთხვევამდე ცოტა ხნით ადრე გარდაცვლილი მამაკაცის ოჯახმა მის გაუჩინარებასთან დაკავშირებით პოლიციაში განაცხადა.

ადგილზე მეხანძრეების 3 ბრიგადა გამოიძახეს, რომლებმაც ფიგურის ფეხი გაჭრეს და ცხედარი ამოიტანეს.

ადგილობრივი მედიის ცნობით, ვარაუდობენ, რომ მამაკაციმობილური ტელეფონის ამოტანას ცდილობდა, რომელიც სტეგოზავრში ჩაუვარდა, რა დროსაც  „დინოზავრში“ თავად ჩავარდა. მამაკაცი ხაფანგში აღმოჩნდა, რის გამოც დასახმარებლად ვერავის უხმო.

პოლიცია ცხედრის გაკვეთის შედეგებს ელოდება, რათა მამაკაცის გარდაცვალების მიზეზი გაირკვეს.

rustavi2.ge

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close