მედიცინამსოფლიოnews

გარდაიცვალა უილიამ შექსპირი – პირველი კაცი, რომელსაც კოვიდის საწინააღმდეგო აცრა გაუკეთეს

უილიამ შექსპირი, პირველი კაცი მსოფლიოში, რომელმაც  Covid-19-ის ვაქცინა მიიღო ვაქცინაციის კამპანიის დაწყების ფარგლებში, ბრტანეთში გარდაიცვალა 81 წლის ასაკში. გავრცელებული ინფორმაციით, მისი სიკვდილის მიზეზი გახდა დაავადება, რომელიც კორონავირუსს არ უკავშირდება. ამის შესახებ მედია იუწყება.

„ეს პრეპარატი შეცვლის ჩვენს ცხოვრებას, განსაკუთრებით კი – ჩვენი ცხოვრების წესს“, – უთხრა შექსპირმა მეგობრებს და ოჯახის წევრებს, როცა გასული წლის 8 დეკემბერს Pfizer / BioNTech-ის ვაქცინის პირველი დოზა მიიღო. იგი მაშინ ფოტოგრაფებისა და ტელევიზიის გადამღები ჯგუფის კამერების წინაშე ხალისით პოზირებდა.

ინგლისური და მსოფლიო ლიტერატურის გენიალური წარმომადგენლის სეხნია ხანდაზმულთა სახლში ცხოვრობდა. ბილი, როგორც მას ახლობლები ეძახდნენ, ბრიტანეთის ჯანდაცვის ეროვნულმა სამსახურმა (NHS) მთლიანობაში მეორე ადგილზე დააყენა, რადგან ერთი კვირით ადრე აცრეს პირველი პაციენტი – 91 წლის მარგარეტ კენანი, რომელიც მასავით ქოვენთრიში ცხოვრობდა. ქოვენთრის მრჩეველმა და შექსპირის მეგობარმა ჯეინ ინესმა დაადასტურა, რომ უილიამ შექსპირი 20 მაისს გარდაიცვალა ქოვენთრის და უორიკშირის საუინვერსიტეტო ჰოსპიტალში (University Hospital Coventry and Warwickshire). მისი თქმით, „ბილის ხსოვნისთვის პატივის მიგების საუკეთესო გზა – ვაქცინის გაკეთებაა“.

ნუცა ყაველაშვილი

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close