იტალიასაზოგადოება

ტურინის საავადმყოფოში გარდაიცვალა 9 წლის ბავშვი, რომელიც საბაგიროს კაბინის ვარდნისას დაშავდა

ტრაგედიის მსხვერპლთა რიცხვი 14-მდე გაიზარდა, მათ შორის 2 ბავშვია

9 წლის ბიჭუნა, რომელიც ტურინის Regina Margherita-ს საავადმყოფოში იყო მოთავსებული საბაგიროს კაბინის ვარდნის შედეგად მიღებული ტრავმების გამო, გარდაიცვალა. სამწუხაროდ, ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.

ტრაგედიის მსხვერპლთა რიცხვი ამ დროისთვის 14-მდე გაიზარდა. მათ შორის ორი ბავშვია – 9 წლის მოზარდის გარდა დაღუპულია 2 წლის ბიჭუნაც, რომელიც კაბინაში იმყოფებოდა. მესამე, 5 წლის ბავშვი ტურინის საავადმყოფოშია მოთავსებული თავის ქალის ტრავმით, თორაკო-აბდომინალური ტრავმით და ქვედა კიდურების მოტეხილობით.

repubblica.it-ის ინფორმაციით, ტრაგედიის მსხვერპლთა შორის უცხოელებიც არიან.

ფუნიკულიორის კაბინის ვარდნა 23 მაისს მოხდა დასახლებულ პუნქტ სტრეზაში (პიემონტის რეგიონი). აღსანიშნავია, რომ სტრეზა-მოტარონეს საბაგირო გზა, რომელიც კორონავირუსული შეზღუდვების გამო თვეების განმავლობაში დაკეტილი იყო, ახლახან გაიხსნა.

ნინო ხოშტარია

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close