მოგზაურობასაქართველო

ეპიდემიოლოგების პროგნოზით, ივნისის ბოლოს „მწვანე ქვეყნების“ რიცხვში მოვხვდებით

„ჩემი პროგნოზი ასეთია, რომ ივნისის მეორე ნახევრისთვის „მწვანე ქვეყნების“ რიცხვში ნამდვილად მოვხვდებით“, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა პაატა იმნაძემ მედიავებინარზე განაცხადა.

მისი თქმით, საქართველო საკმაოდ დიდი ხანი იყო „მწვანე ქვეყნების“ რიცხვში და ასეც გაგრძელდებოდა, რომ არა ნოემბერ-დეკემბრის მაჩვენებლები.

„იმედი მაქვს და ჩემი პროგნოზი ასეთია, რომ ივნისის მეორე ნახევრისთვის „მწვანე ქვეყნების“ რიცხვში ნამდვილად მოვხვდებით, თუმცა ევროპაში მოგზაურობისსას პრობლემა ისედაც არ არის, PCR-ის ტესტით უშვებენ.

ქვეყნებს და მათ წესებს შორისაც არის განსხვავება. მაგალითად, ავსტრიამ გადაწყვიტა, რომ სხვა ქვეყნებისგან განსხვავებით „სინოფარმით“ აცრას ჩვეულებრივად ცნობს;  უნგრეთს რაც შეეხება, იქ თითქმის ყველა „სინოფარმის“ ვაქცინით არის აცრილი. ვერ წარმომიდგენია, როგორ შეიძლება ევროკავშირში აცრილ მოქალაქეს აეკრძალოს ევროკავშირში მოგზაურობა, რადგან „სინოფარმით“ არის აცრილი. დარწმუნებული ვარ, ეს პრობლემები ძალიან მალე გადაწყდება“, – განაცხადა პაატა იმნაძემ..

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close