მოგზაურობამსოფლიო

ესპანეთი ევროკავშირის არაწევრი ქვეყნებიდან ჩასული ვაქცინირებული ტურისტებისთვის საზღვრებს 7 ივნისიდან გახსნის

ესპანეთი ევროკავშირის არაწევრი ქვეყნებიდან ჩასული ადამიანებისთვის საზღვრებს 7 ივნისიდან გახსნის. ქვეყანაში შესვლის უფლება მხოლოდ ვაქცინირებულ ადამიანებს ექნებათ. ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.

ქვეყნის პრემიერ-მინისტრ პედრო სანჩესის თქმით, ესპანეთის ეკონომიკის აღდგენისთვის ტურიზმის როლი კრიტიკულად მნიშვნელოვანია.

პრემიერის პროგნოზით, წელს ზაფხულში ტურისტების რაოდენობა 2019 წლის ანალოგიური პერიოდის დონის 30-40%-ს მიაღწევს. პანდემიის გამო ესპანეთში ტურისტების რაოდენობა 2020 წელს 80-%-ით შემცირდა.

1tv.ge

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close