მსოფლიოპოლიტიკა

ყურადღებით! თელ-ავივზე საჰაერო თავდასხმა იგეგმება – საქართველოს საელჩო ისრაელში

ისრაელის ცენტრალური ნაწილის მოსალოდნელ დაბომბვასთან დაკავშირებით, საქართველოს საელჩო მოქალაქეებს აფრთხილებს.

„ყურადღებით! ვრცელდება ინფორმაცია თელ ავივზე და შესაბამისად, ქვეყნის ცენტრზე საჰაერო თავდასხმასთან დაკავშირებით.

დაბრუნდით საცხოვრებელ სახლებში! არ გაჩერდეთ ისეთ ღია სივრცეში, საიდანაც თავშესაფარი მიუწვდომელია.

ქალაქები: აშკელონი, შდეროთი, აშდოთი, იავნე, გადერა, ბათ იამი, ლოდი, რამლე, ხულონი, რიშონ ლეციონი, რამათ განი, გივატაიმი, ორეუდა, პეტახ ტიკვა, ბნეი ბრაკი და მათი შემოგარენი საფრხის ქვეშაა.

გთხოვთ, დაიცვათ უსაფრთხოების ელემენტარული წესები“.

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი იფორმაცია – ისრაელში საქართველოს საელჩო ინსტრუქციას ავრცელებს, თუ როგორ უნდა მოიქცნენ ისრაელში განგაშის სიგნალის ამოქმედების შემთხვევაში.

ისრაელში საქართველოს საელჩო მოქალაქეებს აფრთხილებს, რომ სირენის/განგაშის სიგნალის ან აფეთქების ხმის გაგონებისთანავე მათი ადგილმდებარეობის მიხედვით შემდეგი ქმედებები განახორციელონ:

    • შენობაში – უნდა შეხვიდეთ დაცულ სივრცეში, თავშესაფარში ან სპეციალურ დაცულ ოთახში, დაკეტოთ კარები და ფანჯრები.
    • შენობის გარეთ ყოფნისას – შედით უახლოეს შენობაში იმ შემთხვევაში, თუ ახლოს არ მდებარეობს სპეციალური თავშესაფარი. თუ თქვენს ახლოს არ არის არცერთი შენობა, დაწექით და თავზე დაიფარეთ ხელები.
    • ავტომობილში – გააჩერეთ, გადმოდით ავტომობილიდან და შედით უახლოეს შენობაში ან თავშესაფარში. თუ თქვენს ახლოს შენობა ან თავშესაფარი არ მდებარეობს, გადმოდით მანქანიდან, დაწექით და თავზე დაიფარეთ ხელები.
    • სამ- ან მეტსართულიანი შენობის ბოლო სართულზე მცხოვრები პირები, თუ შენობაში არ არის დაცული სივრცეები (თავშესაფარი, სპეციალური ოთახი), უნდა დაეშვან ორი სართულით ქვემოთ.
    • სამსართულიან შენობაში ბოლო სართულზე მცხოვრები პირები, თუ შენობაში არ არის დაცული სივრცეები (თავშესაფარი, სპეციალური ოთახი), უნდა დაეშვან ერთი სართულით ქვემოთ.
    • შენობის შესასვლელში, სადარბაზოებში მოქალაქეების გაჩერება დაუშვებელია;
    • სხვა ინსტრუქციის არარსებობის შემთხვევაში სირენის/განგაშის სიგნალის დასრულებიდან 10 წუთის შემდეგ შეგიძლიათ დატოვოთ შენობა.
    • დაუშვებელია ჩამოგდებულ რაკეტასთან ან სხვა ობიექტთან მიახლოება. ასეთ შემთხვევაში მოუწოდეთ მოქალაქეებს, არ მიუახლოვდნენ ობიექტს/ჩამოგდებულ რაკეტას და აცნობეთ პოლიციას. თვალყური ადევნეთ მედიას შემდგომი ინსტრუქციების მისაღებად.

დამატებითი ინფორმაციისთვის დაუკავშირდით: ისრაელის საგანგებო სიტუაციების სამსახურს, ვებგვერდი: www.oref.org.il, სოციალური მედიით (Facebook) ან ტელეფონზე: 104.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close