23 წლის ვირჯინიას, რომელსაც ერთბაშად „ფაიზერის“ ვაქცინის 4 დოზა გაუკეთეს, პრობლემები აღენიშნება
დედამისი ამბობს, რომ გოგონას გაუწყლოება დაეწყო მიუხედავად იმისა, რომ 7 ლიტრი წყალი დალია
23 წლის სტაჟიორს ფსიქოლოგიაში – ვირჯინიას, რომელსაც გასულ კვირა დღეს იტალიის ქალაქ მასა კარარაში (ტოსკანის რეგიონი) Pfizer-ის ვაქცინის 4 დოზა გაუკეთეს შეცდომით (თავიდან ვარაუდობდნენ, რომ მან 6 დოზა მიიღო), სერიოზული გაუწყლოება აღენიშნება. ამის შესახებ ადგილობრივი მედია წერს.
ვირჯინიას ჯანმრთელობის მდგომარეობას მეთვალყურეობას უწევს მილანის უნივერსიტეტის ვირუსოლოგი, Irccs Galeazzi-ს სამედიცინო დირექტორი ფაბრიციო პრელიასკო. მისი თქმით, პირადად „ოპტიმისტურადაა განწყობილი“, თუმცა აუცილებელია რამდენიმე დღე მოცდა.
ვირჯინიას დედამ თქვა, რომ მის ქალიშვილს სერიოზული გაუწყლოება დაეწყო იმის მიუხედავად, რომ დიდი რაოდენობით წყალს სვამს.
„ექიმმა პრელიასკომ მირჩია, დოზის გადაჭარბებას, რომელიც ჩემი შვილის შემთხვევაში მოხდა, სერიოზულად მოვეკიდოთ იმიტომ, რომ არ შეგვიძლია ვიცოდეთ, რა რისკებს შეეჯახება მისი იმუნური სისტემა. აცრის მომდევნო დღეებში მივხვდით, რომ რაღაც ისე არ წარიმართა: ჩემი ქალიშვილის ორგანიზმი მთლიანად გაუწყლოებულია, მას მუდმივად აწუხებს წყურვილი მიუხედავად იმისა, რომ რამდენიმე საათის განმავლობაში 7 ლიტრი წყალი დალია. მისი ტუჩები გამომშრალია და ვერა და ვერ შევძელით რეჰიდრატირება. ამიტომ დღეს დილით დავურეკე ექიმ პრელიასკოს და ვთხოვე, რომ ჩემს ქალიშვილზე იზრუნოს. იგი დათანხმდა“, – განაცხადა ვირჯინიას დედამ.
გოგონას სხვადასხვა სახის ანალიზები ჩაუტარეს, შემდეგ უკვე დოკუმენტაციას მილანში გაგზავნიან და მას დოქტორი პრელასკო შეაფასებს.
ნინო ხოშტარია
ამავე თემაზე: იტალიაში 23 წლის სტუდენტ გოგონას ერთბაშად 4 დოზა კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინა გაუკეთეს
კომენტარები