მსოფლიოსაზოგადოება

რუმინეთში კორონავირუსზე აცრას დრაკულას სასახლეში ატარებენ

რუმინეთში, ბრანის სასახლეში, რომელიც უფრო ცნობილია, როგორც გრაფ დრაკულას სასახლე, COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის პუნქტი განათავსეს, სადაც ვაქცინაცია უფასოა, ნათქვამია კულტურული ობიექტის Facebook-გვერდზე.

უკვე ცნობილია, რომ ვაქცინაციa ხელმისაწვდომი იქნება მაისში პარასკეობით, შაბათობით და კვირაობით. ყველა მსურველს აცრა Pfizer-ისა და BioNTech-ის კომპანიების მიერ შემუშავებული პრეპარატით ჩაუტარდება.

Posted by Castelul Bran on პარასკევი, 07 მაისი, 2021

აცრისთვის წინასწარ ჩაწერაა საჭირო. დრაკულას სასახლეში აცრილ ადამიანებს სპეციალური სერტიფიკატი გადაეცემათ, რომელშიც მითითებული იქნება, რომ ისინი სწორედ იქ აიცრნენ. გარდა ამისა, მოქალაქეებს საშუალება ექნებათ, უფასოდ დაათვალიერონ შუასაუკუნეების დროინდელი წამების იარაღების გამოფენა.

აცრებს მობილური სამედიცინო ბრიგადის თანამშრომლები ატარებენ.

აღნიშნულია, რომ რუმინეთში აცრილია 3,6 მილიონი ადამიანი. Pfizer-ის ვაქცინის გარდა, ვაქცინაციისთვის გამოიყენება კომპანიების – Moderna-ს, AstraZeneca-სა და Johnson&Johnson-ის პრეპარატები. შემოდგომისთვის ადგილობრივი მთავრობა 10 მილიონი მოქალაქის ვაქცინაციას გეგმავს.

ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემებით, კორონავირუსის პანდემიის დაწყებიდან ამ დრომდე რუმინეთში ინფიცირების 1 მილიონი შემთხვევა დაფიქსირდა. გარდაიცვალა 28,9 ათასი ადამიანი.

sputnik-georgia.com

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close