მედიცინაnews

ჩინურმა ვაქცინა „სინოფარმმა“ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ავტორიზაცია მიიღო

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ  კოვიდის საწინააღმდეგო ჩინურ ვაქცინა „სინოფარმს“ ავტორიზაცია მიანიჭა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა ტედროს ადანომ გებრეიესუსმა ბრიფინგზე განაცხადა, რომ შესაბამისი გადაწყვეტილება ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ექსპერტთა ჯგუფმა დღეს გამართულ სხდომაზე მიიღო.

სინოფარმი“ კორონავირუსის საწინააღმდეგო მეექვსე ვაქცინა გახდა, რომელსაც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ავტორიზაცია მიანიჭა.

ჯანმოს მიერ ავტორიზაციის მინიჭების შემდეგ ჩინური ვაქცინა „კოვაქსის“ პროგრამაში ჩაერთვება, რომელიც დაბალშემოსავლიანი ქვეყნების ვაქცინებით მომარაგებას უზრუნველყოფს.

საქართველომ „სინოფარმის“ ვაქცინით აცრის პროცესი 4 მაისს დაიწყო.

.

კომენტარები

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close