საზოგადოება

მოდით ჩემს საფლავზე, თქვენს გასაჭირზე მომიყევით და დაგეხმარებით – წმინდანი, რომელთანაც ხშირად მიდიოდა ილია მეორე

5 მაისს სქემარქიმანდრიტ ვიტალის (სიდორენკო) დაბადების დღეა. მამა ვიტალი მთელი თავისი სიცოცხლე უფალს და ხალხს ემსახურებოდა. ასეა დღემდე. მონაზონთა გადმოცემით, მას უთქვამს: „მოდით ჩემს საფლავზე, თქვენს გასაჭირზე მომიყევით, როგორც ცოცხალს და დაგეხმარებითო“.

მამა ვიტალი დასაფლავებულია თბილისში, ალექსანდრე ნეველის ტაძრის ეზოში. მის საფლავზე ყოველდღიურად მიდიან მორწმუნენი, მიაქვთ ყვავილები, ანთებენ სანთლებს და ლოცულობენ.

„თუ გეყვარებით, არც მწუხარება გექნებათ, არც გულგატეხილობა არასოდეს დაეცეთ სულით და ყოველთვის იქონიეთ ღვთის დახმარების და წყალობის იმედი.

ილოცეთ ნებისმიერ დროსა და მდგომარეობაში, ყოველთვის უნდა იმეოროთ: „უფალო იესო ქრისტე, ძეო ღვთისაო, შემიწყალე მე ცოდვილი“, – მამა ვიტალი.

სქემარქიმანდრიტი ვიტალი (სიდორენკო) 1992 წლის პირველ დეკემბერს 18 საათსა და 45 წუთზე გარდაიცვალა. მან თავისი გარდაცვალების შესახებ, წინასწარ იცოდა. გარდაცვალებამდე 9 დღით ადრე ძალიან ცუდად გახდა, მეტყველების უნარი დაკარგა და სხეულის მარჯვენა ნაწილი პარალიზებული ჰქონდა.

მასთან ხშირად მიდიოდა უწმიდესი და უნეტარესი ილია II. გარდაცვალების შემდეგ ცხედარი წმიდა კეთილმორწმუნე მეფის, ალექსანდრე ნეველის ტაძარში დაასვენეს.

მიცვალებულს წესი უწმიდესმა და უნეტარესმა, სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქმა ილია II-მ აუგო. როდესაც მამა ვიტალისთვის მიტევების ფურცელი უნდა ჩაედოთ ხელში, ყველამ დაინახა, როგორ გაშალა ხელი გარდაცვლილმა, ფურცლის ჩადების შემდეგ კი ისევ შეკრა.

რუსი ბერის, მამა ვიტალის საფლავზე, რომელსაც ძლიერ უყვარდა საქართველო და ქართველები, ყოველდღიურად მიდიან მორწმუნეები, მიაქვთ ყვავილები, ანთებენ სანთლებს, ლოცულობენ, მადლობას უხდიან აღსრულებული სასწაულებისათვის, ისევ ახალ თხოვნას უტოვებენ და დიდი სიყვარულითა და იმედით აღვსილნი მიდიან.

„შეიყვარეთ მოყვასი! და თქვენ შეიყვარებთ ქრისტეს! შეიყვარეთ მაჭირვებელნი და მტერნი! და სიხარულის კარი განიხვნება თქვენთვის, აღმდგარი ქრისტე განწმენდს სიყვარულში აღმდგარ თქვენს სულს. სულ ეს არის! რა ცოტას ელის ჩვენგან უფალი! ამაშია ჩვენი სამოთხე! ეს ჩვენი აღდგომაა! შეიყვარეთ სიყვარული და მარად იცოცხლებთ სიყვარულის ვნებებში აღმდგარი მაცხოვრის სიყვარულში!“ – სქემარქიმანდრიტი ვიტალი.

primetime.ge

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close