მსოფლიოპოლიტიკა

ევროკავშირში „EU COVID-19 სერტიფიკატი“ მხოლოდ 12 თვის განმავლობაში იმოქმედებს

საბერძნეთი ერთ-ერთი პირველია ევროპის იმ ქვეყნებს შორის, რომლებიც მონაწილეობას მიიღებენ „მწვანე“ ციფრული სერტიფიკატების (ე. წ. აცრის პასპორტების) ტესტირებაში, რომლებიც ადასტურებენ, რომ მოგზაურებს Covid-19-ის საწინააღმდეგო აცრა გაკეთებული აქვთ. ამის შესახებ ევროკვშირის მაღალჩინოსნის განცხადებაზე დაყრდნობით ბერძნული გამოცემა ekathimerini წერს.

გამოცემის წყაროს თქმით, ევროკავშირის ქვეყნები 3 ჯგუფად დაიყო იმის მიხედვით, თუ რამდენად არიან ისინი მზად სერტიფიკატების გაცემისთვის. ტესტირებები კი მაისის მეორე კვირიდან დაიწყება.

პირველ ჯგუფში საბერძნეთი, ესპანეთი, იტალია, მალტა, ბულგარეთი, ესტონეთი და ლუქსემბურგი შედიან. ევროპელი მაღალჩინოსნის თქმით, ვაქცინაციის სერტიფიკატი ტექნიკურად მზად იქნება1-ლი ივნისისთვის, მისი გამოყენება კი 30 ივნისიდან დაიწყება.

ევროპარლამენტმა ვაქცინაციის სერტიფიკატთან დაკავშირებით, რომელიც პანდემიის პერიოდში მოქალაქეთა თავისუფალ გადაადგილებას უზრუნველყოფს, გასულ ხუთშაბათს თავისი პოზიცია დაამტკიცა. ევროპარლამენტარები შეთანხმდნენ, რომ ახალი „EU COVID-19 სერტიფიკატი“ (ევროკომისიის მიერ შეთავაზებული მწვანე ციფრული სერტიფიკატის ნაცვლად) მხოლოდ 12 თვის განმავლობაში უნდა მოქმედებდეს და არა – მეტი ხნით.

ნინო ხოშტარია

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close