ქართველი კალათბურთელი ნიუ-იორკის მეტროპოლიის საუკეთესო კალათბურთელად დასახელდა
საქართველოს ნაკრების და „სეტონ ჰოლის“ უკვე ყოფილი კალათბურთელი სანდრო მამუკელაშვილი შესანიშნავად ჩატარებული სეზონის შემდეგ კიდევ ერთხელ დააფასეს.
ამჯერად 21 წლის მძიმე ფორვარდი Met Basketball Writers-მა გამოარჩია, ლეიტენანტ ფრენკ ჯეი ჰაგერტის სახელობის ტიტულის გამარჯვებულად გამოაცხადა და ნიუ-იორკის მეტროპოლიის საუკეთესო კალათბურთელად დაასახელა.
🏀All-Met Honors 20-21 🗽
🔵🏴☠️SETON HALL’S SANDRO MAMUKELASHVILI NABS HAGGERTY AWARD! 🏆👏
RU’s Pikiell, STJ’s Alexander Take Top MBB Coach, Rookie Awards@SetonHallMBB @SHUAthletics @StJohnsBBall @RutgersMBB @B1GMBBall @BIGEASTMBB
📡: https://t.co/bqEtGcm0Ig#Haggerty2021 pic.twitter.com/lgNmiPUHqy— MetBasketballWriters (@MetBasketballW) April 27, 2021
ამ პრიზს „სეტონ ჰოლის“ კალათბურთელი ზედიზედ მესამედ და ბოლო ექვს წელში მეხუთედ დაეუფლა.
სანდრო მამუკელაშვილისთვის ეს სეზონი ნამდვილად გამორჩეული იყო, ის სტუდენტური ლიგის Big East-ის წლის საუკეთესო კალათბურთელი გახდა და კარლ მელოუნის სახელობის ტიტულისთვის ბრძოლაშიც (წლის საუკეთესო მძიმე ფორვარდი) ფინალში გავიდა, მაგრამ, სამწუხაროდ, ეს პრიზი ვერ მოიპოვა.
მამუკელაშვილი სეზონში საშუალოდ 17.5 ქულას, 7.6 მოხსნას და 3.2 პასს აკეთებდა. სანდროს გადაწყვეტილებით, ის სეზონის ბოლოს NBA-ს დრაფტზე დადგება და, დიდი ალბათობით, კალათბურთის საუკეთესო ლიგაში მომდევნო სეზონიდან კიდევ ერთ ქართველ კალათბურთელს ვიხილავთ.
1tv.ge
კომენტარები