პოლიტიკაიტალია

მოსკოვის შურისძიება – იტალიის საელჩოს თანამშრომელი რუსეთიდან გააძევეს

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ იტალიის საელჩოს თანამშრომელი, თავდაცვის საკითხებში ატაშეს თანაშემწე პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა და ქვეყნიდან გააძევა. იტალიელი დიპლომატი საელჩოში სამხედრო-საზღვაო ძალების ატაშეს თანამდებობას იკავებდა.

ორშაბათს, 26 აპრილს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს იტალიის ელჩი პასკუალე ტერაჩანო და შესაბამისი ნოტა გადასცეს.

„მას გადაეცა სამინისტროს ნოტა თავდაცვის საკითხებში ატაშეს თანაშემწის, რუსეთის ფედერაციაში იტალიის რესპუბლიკის საელჩოში სამხედრო-საზღვაო ატაშეს – კურციო პაჩიფიჩის persona non grata-დ გამოცხადების თაობაზე, როგორც საპასუხო ზომა რომში რუსეთის საელჩოს სამხედრო ატაშატთან დაკავშირებით იტალიის მთავრობის არამეგობრულ და სრულიად უსაფუძვლო ქმედებაზე“, – ნათქვამია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

ოფიციალურმა მოსკოვმა პერსონა ნონ გრატად გამოცხადებულ იტალიელ დიპლომატს ქვეყნის დატოვებისთვის 24 საათი მისცა.

იტალიის საგარეო საქმეთა სამინისტრო რუსეთის მხრიდან განხორციელებულ აქტს გამოეხმაურა და მას უსაფუძვლო და უსამართლო უწოდა.

შეგახსენებთ, რომ იტალიელმა კარაბინერებმა 30 მარტს დააკავეს რომში აკრედიტებული რუსეთის ფედერაციის სამხედრო ძალების ოფიცერი და იტალიის სამხედრო-საზღვაო ძალების მეორე რანგის კაპიტანი ვალტერ ბიოტი, რომლებსაც ჯაშუშობაში დასდეს ბრალი. დაკავების ოპერაცია ჩატარდა სწორედ მაშინ, როდესაც რომის გარეუბანში, ერთ-ერთ ავტოსადგომზე იტალიელმა ოფიცერმა რუსეთის წარმომადგენელს ფლეშკაზე ჩაწერილი საიდუმლო დოკუმენტაცია გადასცა 5000 ევროს სანაცვლოდ. რუსი ოფიცერი დაპატიმრებას გადაურჩა დიპლომატიური სტატუსის გამო, იტალიელი კი დაკავებულია. ამ ფაქტთან დაკავშირებით იტალიამ რუსეთის საელჩოს 2 თანამშრომელი ქვეყნიდა გააძევა.

ამავე თემაზე: დაძაბულობა რომსა და მოსკოვს შორის – იტალიამ რუსეთის ორი ოფიციალური წარმომადგენელი ქვეყნიდან გააძევა

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close