მსოფლიო

საფრანგეთის სოფლის მეურნეობაში XXI საუკუნის ყველაზე დიდი კატასტროფაა

საფრანგეთის ხელისუფლება ერთ მილიარდ ევროს გამოყოფს სოფლის მეურნეობის დარგის დასახმარებლად, რომელიც გვიანი ყინვების გამო კატასტროფას განიცდის, განაცხადა ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა ჟან კასტექსმა.

„ესაა ნამდვილი დრამა, რასაც ამ კლიმატური კატასტროფის გამო დარგის პროფესიონალები განიცდიან. ეს არის ადამიანური, ეკონომიკური დრამა. ახლა დგას სოფლის მეურნეობის დარგის მუშაკთა გადარჩენის საკითხი“, – განაცხადა კასტექსმა სოფლის მეურნეობის დარგის წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ.

მისი თქმით, სახელმწიფომ ამ კატასტროფას სათანადოდ უნდა უპასუხოს. სახელმწიფო გამოყოფს ერთ მილიარდ ევროს, რადგან „სიტუაცია ასეთ ზომებს ამართლებს“, განაცხადა საფრანგეთის პრემიერმა.

ადრე სოფლის მეურნეობის მინისტრმა ჟულიენ დენორმანდიმ აღნიშნა, რომ საფრანგეთში გვიანმა ყინვებმა „ასობით ათასი ჰექტარი ვენახები, ხე-ხილი და ნათესები“ დააზიანა. მისი თქმით, ეს „შესაძლოა, სოფლის მეურნეობაში XXI საუკუნიდან ყველაზე დიდი კატასტროფაა“.

sputnik-georgia.com

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close