მსოფლიოსაზოგადოება

პრაღაში პუტინის ფიგურა ოქროს უნიტაზზე დასვეს (ვიდეო)

პრაღაში, ბორის ნემცოვის სახელობის მოედანზე, ჩეხეთის რესპუბლიკაში რუსეთის საელჩოსთან აქტივისტებმა დადგეს „ოქროს“ უნიტაზი, რომელზეც ვლადიმირ პუტინის შიშველი კარიკატურული ფიგურა დასვეს, ტერფებამდე ჩაწეული წითელი ტრუსებით და ხელში ტუალეტის საწმენდი ჯაგრისი და ტუალეტის ქაღალდი დააჭერინეს. კვარცხლბეკზე, რომელზეც უნიტაზი დგას, წარწერაა წითელ ფონზე „შიშველი მკვლელი“.

აქტივისტთა გაერთიანების, „კაპუტინის“ ხელმძღვანელმა ოტაკარ ვან გემუნდმა რადიო თავისუფლების ტელეპროექტის, „ნასტოიაშჩეე ვრემიას“ ჟურნალისტს უთხრა: „გვსურდა რუსეთის საელჩო მოგვერთო პუტინისეულ მაფიოზურ სტილში, რადგან ბოლო ხანებში რუსეთი ძალიან აგრესიულად იქცევა უკრაინის და მთელი მსოფლიოს მიმართ“.

რუსეთის საელჩოსთან შეკრებილმა აქტივისტებმა მოუწოდეს რუსეთს, გაიყვანოს ჯარი უკრაინის საზღვრისპირა არეალიდან და „ოკუპაციური ძალები“ – საკუთრივ უკრაინიდან, ასევე გაათავისუფლოს ალექსეი ნავალნი.

რუსეთის საელჩოსთან წესრიგს იცავდა პოლიციელების ჯგუფი, მათ აქციის მომწყობთათვის ხელი არ შეუშლიათ.

radiotavisupleba.ge

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close