იტალიასაზოგადოება

„იტალიის ბებიამ“ 112 წლის იუბილე აღნიშნა

La ‘nonna d’Italia’-მ – „იტალიის ბებიამ“ თავისი 112 წლის იუბილე ყვავილებით და საჰაერო ბუშტებით მორთულ ოთახში აღნიშნა. მარია ოლივა ანუ მარიეტა, როგორც მას ყველა ეძახის, სადღესასწაულო ატმოსფეროში აღმოჩნდა, რომელმაც ენას (Enna) პროვინციის შუასაუკუნეების სოფლის მოედანი – მთელი პიაცა არმერინა მოიცვა. სწორედ ამ სოფელში დაიბადა „ნონნა“ მარია 1909 წლის 19 თებერვალს.

ერთ-ერთი პირველი, ვინც ბებია მარიას მონტეს ისტორიულ რაიონში მდებარე ბინის კარზე დააკაკუნა, მერი ნინო კატალანო იყო, რომელიც იუბილარზე 76 წლით ახალგაზრდაა. კატალანომ მარიეტას  მუნიციპალიტეტის გერბიანი ტორტი მიართვა. წინა დღეებში მერმა მას ყვავილების თაიგული გაუგზავნა.

პიაცა არმერინაზე „იტალიის ბებიის“ იუბილე აღინიშნა, რაც ადგილობრივებს ისტორიულ მოვლენად მიაჩნიათ, თუმცა „ნონნა“ მარიას უმცროსი ქალიშვილის, ნუნცია კატალანოს სახლში მხოლოდ ოჯახის რამდენიმე წევრი იმყოფებოდა. მარიეტას 8 შვილიდან  5 დარჩა ცოცხალი, ჰყავს 58 შვილიშვილი და შვილთაშვილი. წვეულების დეტალებზე და კორონავირუსისგან დაცვის ზომებზე შვილიშვილმა – დენი კატალანომ იზრუნა. 112 წლის ქალბატონი ჯერჯერობით აცრილი არ არის, – მას ასაკის გამო ძალიან მოწყვლადად მიიჩნევენ მიუხედავად იმისა, რომ შესანიშნავი ჯანმრთელობა აქვს.

ნინო ხოშტარია

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close