newsსაბერძნეთი

მომავალი ორშაბათიდან საბერძნეთში დიდი მაღაზიები გაიხსნება – რა სიახლეა?

საბერძნეთის ვაჭრობის და მომხმარებელთა დაცვის საკითხებში გენერალურმა მდივანმა პანაიოტის სტამბულიდისმა SKAI-ს ეთერში განაცხადა, რომ საბერძნეთში ამ ეტაპზე დიდი მაღაზიების და სავაჭრო ცენტრების გახნა იწყება. დიდი მაღაზიები მომხმარებლებს 19 აპრილიდან მიიღებენ.

„ორშაბათიდან გაიხსნება დიდი მაღაზიები, რომლებსაც ერთი იურიდიული პირი მართავს და არ წარმოადგენს სავაჭრო ცენტრებს“, – განაცხადა მაღალჩინოსანმა.

„როდესაც ზომებს ვიცავთ, ექსპერტები უფრო მეტად ენდობიან დაინტერესებულ მხარეებს და, თავის მხრივ, ყველაფერს აკეთებენ, რომ ბაზარმა იმუშაოს“, – აღნიშნა მან.

ამავე დროს, სტამბულიდისმა განმარტა, რომ შეიცვალა სავაჭრო ობიექტზე ერთდროულად დასაშვებ მომხმარებელთა რაოდენობის განსაზღვრის წესი. ახალი დადგენილებით, არსებობს ლიმიტი, რომელიც 500 მეტრამდე ფართობის მქონე სავაჭრო ობიექტებში კვადრატულ მეტრებზე შეფარდებით დგინდება, კერძოდ, 1 კაცი – ყოველ 25 კვადრატულ მეტრზე.

რაც შეეხება თვითტესტირებას, პანაიოტის სტამბულიდისის თქმით, მთავრობის გადაწყვეტილება, პროცესი სკოლების გახსნას და საზოგადოების სხვა კატეგორიებს დაუკავშიროს, გამართლებული იყო, რადგან თვითტესტირება, ვაქცინაცია და შეზღუდვების ზომების დაცვა, ამინდთან ერთად, შესაძლოა იყოს ეფექტიანი ინსტრუმენტი იმისათვის, რომ მაისში „ყველაფერი კარგად წარიმართოს“.

მისივე ინფორმაციით, კოვიდ-19-ის self test-ები თანდათანობით ყველასთვის ხელმისაწვდომი გახდება.

ნინო ბაჯელიძე

მსგავს თემაზე: საბერძნეთში კოვიდ-19-ის უფასო ტესტები აფთიაქებში ყველასთვის ხელმისაწვდომი იქნება

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close