საზოგადოებასაქართველო

მაია ასათიანი „TV პირველზე“ გადავიდა

„დღე მე აქ, ამ არხზე ჩემს 20-წლიან ისტორიას ვასრულებ. ბოლო გავდივარ, იმიტომ, რომ აქ იმ სინათლეს, წლების წინ მთელი საქართველოს მთავარი იმედი რომ იყო, ვეღარ ვხედავ. დღეს ბოლო პროფილია“, – ამ სიტყვებით დაემშვიდობა თვალცრემლიანი მაია ასათიანი „რუსთავი 2“-ის მაყურებელს 25 მარტს.

დღეს კი ცნობილი გახდა, რომ მაია ასათიანი „TV პირველის“ გუნდს შეუერთდა – სწორედ ამ ტელევიზიის ეთერში გავა მისი  გადაცემა, რომელსაც „ახალი პროფილი“ ერქმევა.

როგორც ცნობილია, Rustavi 2ის გენერალური დირექტორი პაატა სალია ჟურნალისტ მაია ასათიანს ვრცელი განცხადებით გამოეხმაურა. მისი თქმით, „პროფილის“ დახურვა ტელეკომპანიის ინიციატივით არ მომხდარა, ასათიანის სარედაქციო საქმიანობაში არავინ ჩარეულა და „პროფილის“ ავტორმა თავად მიიღო გადაწყვეტილება.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close