მსოფლიორას არ გაიგებ/ფაქტები

როგორ შეიტყო ლონდონში მცხოვრებმა მილიარდერმა, რომ აფხაზეთში გარდაცვლილა

ლონდონში მცხოვრები რუსი მილიარდერის, ანრეი ანდრეევის ბინა სანკტ-პეტერბურგში გაყიდეს მას შემდეგ, რაც ის გარდაცვლილად გამოაცხადეს. ჩინოვნიკებისთვის საამისოდ საკმარისი აღმოჩნდა ნოტარიუსის მიერ დამოწმებული ცნობა ანდრეევის გარდაცვალების შესახებ. ცნობა აფხაზეთშია გაცემული.

ანდრეევი რუსეთის უმდიდრესი ადამიანების სიაში შედის. ჟურნალ Forbes-ის მიხედვით, მისი ქონება თითქმის 2 მილიარდ დოლარამდეა შეფასებული. ჟურნალის თანახმად, თავად ანდრეევმა არ იცოდა თავისი გარდაცვალების შესახებ ინფორმაციაზე.

ანდრეევი (მისი ნამდვილი გვარია ოგანჯანიანცი), რომელიც გაცნობის სერვისების, Mamba-ს, Badoo-სა და Bumble-ის შემქმნელია, 2005 წელს გადავიდა რუსეთიდან ლონდონში. სანკტ-პეტერბურგში მას დარჩა ბინა, რომელიც ბებიისგან მიიღო მემკვიდრეობით – სწორედ იქ გაატარა მთელი ბავშვობა და დღემდე ამ ბინაშია ჩაწერილი, თუმცა უძრავმა ქონებამ ორჯერ მოასწრო პატრონის გამოცვლა.

რეესტრის ამონაწერების თანხმად, 2012 წელს ბინა მემკვიდრეობით გადავიდა აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის მოქალაქის, ლუდმილა თორიას მფლობელობაში. აფხაზური დოკუმენტების თანახმად, ის 2008 წელს გაჰყვა ცოლად მილიარდერს, ოთხი წლის შემდეგ კი დაქვრივდა. რუსეთში ამ დოკუმენტების ლეგალიზაცია მოხდა და ეს საკმარისი აღმოჩნდა ბინის მფლობელობაში გადაფორმებისა და მისი გაყიდვისთვის 2013 წელს.

ბინის ახალი მფლობელი აცხადებს, რომ ბინა 2020 წლის შემოდგომაზე იყიდა, ოღონდ არა ანდრეევისგან. მაშინ ანდრეევის იურისტებმა სასამართლოს მიმართეს და მილიარდერისთვის ბინის დაბრუნება მოითხოვეს. ბიზნესმენმა მაშინ შეიტყო აფხაზეთში თავისი გარდაცვალების შესახებ. მისი ვითომ ქვრივი, ლუდმილა თორია კი მართლაც გარდაიცვალა კრასნოდარში პნევმონიით 2019 წელს.

radiotavisupleba.ge

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close