fbpx
პოლიტიკარას არ გაიგებ/ფაქტები

საარჩევნო კამპანია კუბოდან – მექსიკელი პოლიტიკოსის ექსცენტრიკული გზავნილი (ვიდეო)

ივნისში მექსიკაში კონგრესის შუალედური არჩევნები გაიმართება. ერთ-ერთმა კანდიდატმა კარლოს მაიორგამ თავისი საარჩევნო კამპანია კუბოდან დაიწყო.

მისი განმარტებით, ამ ჟესტით ხაზი გაუსვა ქვეყანაში კორონავირუსის პანდემიით და კარტელებთან დაკავშირებული ძალადობით გამოწვეულ გარდაცვალებებს. კარლოს მაიორგას თქმით, ამ გზავნილით მან პოლიტიკოსებს უთხრა, რომ ხალხი მათი უმოქმედობის გამო იხოცება.

საარჩევნო კამპანიის აქციაზე მაიორგა ოქროსფერი კუბოთი მიიყვანეს, მას თან ახლდნენ დამცავ, სამედიცინო ტანსაცმელში ჩაცმული თანამშრომლები, რომლებსაც თაიგულები ეჭირათ. ეს მინიშნება იყო მექსიკაში კორონავირუსით გარდაცვლილთა მაღალ მაჩვენებელზე – ამ ქვეყანაში Covid-19-ით 200 000-ზე მეტი ადამიანი გარდაიცვალა.

„პოლიტიკოსები არაფერს ამბობენ ორგანიზებული დანაშაულის მაღალ დონეზე. ისინი არაფერს ამბობენ ქაოსურ კოვიდ-მდგომარეობაზე“, – თქვა მაიორგამ.

მექსიკის საკანონმდებლო ორგანოს, კონგრესის არჩევნები 2021 წლის 6 ივნისს გაიმართება. ამომრჩევლები 65-ე კონგრესში 500 დეპუტატს აირჩევენ, 300-ს – მაჟორიტარული წესით და 200-ს კი – პროპორციულით.

tabula.ge

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close