fbpx
სპორტი

ევროპის ჩემპიონატზე ქართველი ქალი ძალოსანი პირველად გამოვიდა

რუსეთის დედაქალაქ მოსკოვში მიმდინარე 2021 წლის ევროპის ჩემპიონატზე პირველი ქართველი ქალი ძალოსანი ვიხილეთ. 16 წლის ნათია გადელიამ ძალები 81 კგ-მდე წონითი კატეგორიის B ჯგუფში მოსინჯა და ხუთ მონაწილეს შორის მე-3 შედეგი დააფიქსირა.

ქართველმა ძალოსანმა 6-იდან 5 ცდის გამოყენება მოახერხა. გადელია ატაცში უშეცდომოდ გაისარჯა და ერთმანეთის მიყოლებით გაუმკლავდა 85, 89 და 91 კგ-ს. ეს, ამ მოძრაობაში მე-3 შედეგი იყო. ნათიამ აკვრაში 105 და 111 კგ დაძლია, 115-კილოგრამიანი შტანგა კი დაუვარდა და მე-2 მოძრაობაში მე-4 იყო. ჯამში, საქართველოს ნაკრების წევრმა 202 კგ მოაგროვა და მხოლოდ დამატებითი მაჩვენებლებით ჩამორჩა უნგრელ ტიმეა შურომის, პირველი კი სლოვაკი ნიკოლა სენიკოვა (207 კგ) იყო.

მოსკოვში, ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატზე მყოფმა საქართველოს დელეგაციამ 1989 წლის 9 აპრილს დაღუპული ადამიანების ხსოვნას პატივი სიმბოლური ჟესტით მიაგო.

9 აპრილს დაღუპული ადამიანების ხსოვნას, ქართველმა ძალოსნებმა და ექიმებმა პატივი, მოსკოვში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე სიმბოლური ჟესტით მიაგეს🖤

მადლობა თავისუფლებისთვის! 🇬🇪

ჩვენ გვახსოვს! ♥️

Posted by Georgian Sports Medicine Association on პარასკევი, 09 აპრილი, 2021

popsport.com

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close