ტოვებს თუ არა გია ჯაჯანიძე „იმედს“ და რას მიეძღვნება მისი ახალი გადაცემა
გია ჯაჯანიძე ახალ გადაცემას იწყებს, სახელწოდებით – „ადამიანი“, თუმცა ამბობს, რომ არხს, რომელზეც ის ეთერში გავა, სიურპრიზად ტოვებს. გამომდინარე იქიდან, რომ ქართული სატელევიზიო სივრცისთვის უცხოა ერთი წამყვანი პარალელურ რეჟიმში სხვადასხვა არხთან თანამშრომლობდეს, მაყურებელში გაჩნდა კითხვა – ტოვებს თუ არა გია ჯაჯანიძე ტელეკომპანია „იმედს“?
გია ჯაჯანიძე: „სხვა რაკურსი“ უცვლელად გავა „იმედზე“, მას საფრთხე არ ემუქრება. რაც შეეხება ახალ გადაცემას, მას მალე დავიწყებთ.
დაახლოებით, ოცი წლის წინ მქონდა გადაცემა, სახელწოდებით – „ადამიანი“ და მისი გაცოცხლება გადავწყვიტე, რადგან ძალიან საინტერესო იყო. ეს იქნება გადაცემა ყველაფერზე, რასაც ადამიანი აკეთებს, რაზეც ფიქრობს და რა ძალებსაც ფლობს. ზოგჯერ ადამიანის საქციელს აფასებენ, როგორც „არაადამიანურს“, მაგრამ რადგან მას ადამიანი სჩადის, ესე იგი, მასში ზის და ადამიანურიცაა. ამიტომ ვისაუბრებით იმის შესახებ, თუ როგორ უნდა ვიცხოვროთ სწორად, ვაჩვენებთ ისეთი ადამიანის ცხოვრებასაც, რომელიც მოგვცემს იმის მაგალითს, თუ როგორ არ უნდა მოვიქცეთ. დღეს ადამიანურობის, სიყვარულისა და ურთიერთობების კრიზისი გვაქვს და ეს გადაცემა ამ კრიზისის საწინააღმდეგოდ იმუშავებს.
რელიგიურ დღესასწაულებზე ტაძრები სავსეა მორწმუნეებით, მეორე დღეს ვინ სჩადის ბოროტებას?! ის ადამიანები მეტად საუბრობენ სიკეთეზე, ვინც ბევრ ცუდს აკეთებს. ბევრი ვერც ხვდება, რომ ბოროტებას სჩადის. ხშირად გვეყოლება გადაცემაში ფსიქოლოგი, ბევრს ვიმსჯელებთ ჩვენი ქცევების მიზეზებზე და ადამიანებს მოვემსახურებით.
ინტერვიუ გია ჯაჯანიძესთან შეგიძლიათ წაიკითხოთ აქ: qartuliazri.reportiori.ge
კომენტარები