მედიცინაnewsსაქართველო

საქართველოში „ასტრაზენეკას“ ვაქცინით 55 წელს გადაცილებულ პირებს აცრიან, იტალიაში – 60 წელს გადაცილებულებს

საქართველოში „ასტრაზენეკას“ პრეპარატით აცრა 55 წელს გადაცილებულ პირებში გაგრძელდება. ამის შესახებ დღეს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ განაცხადა.

„ექსპერტების საბჭომ იმსჯელა და გაუწია რეკომენდაცია „ასტრაზენეკათი“ ვაქცინაციის გაგრძელებას  55 წლის ზემოთ ასაკობრივ ჯგუფში, იქნება ეს მაღალი რისკის, თუ  ნებისმიერი სხვა ჯგუფი“, – აღნიშნა გაბუნიამ.

მისივე თქმით, „ასტრაზენეკას“ შემოტანა გაგრძელდება, რადგან 55 წელს გადაცილებულ პირთა წრე საკმაოდ ფართოა.

„ასტრაზენეკას“ ვაქცინის მოწოდება გაგრძელდება, რადგან საკმაოდ ფართოა 55 წელს ზემოთ ასაკობრივი ჯგუფი. ის დოზა, რომელიც გვაქვს, საკმაოდ მცირეა. ხანდაზმულებში საკმაოდ მაღალი შედეგები აქვს „ასტრაზენეკას“, მისი მოწოდება გაგრძელდება ჩვეულებრივად“, – განაცხადა გაბუნიამ.

დღეს იტალიის ჯანდაცვის სამინისტრომ გაავრცელა განცხადება, რომ „ასტრაზენეკას“ პრეპარატს (იგივე „ვაქსზევრია“) 60 წელს ზემოთ ასაკობრივ ჯგუფებში გამოიყენებენ, ხოლო ვინც უკვე მიიღო პირველი დოზა, ასაკის მიუხედავად, შეუძლია უპრობლემოდ გაიკეთოს მეორე აცრაც.

„ასტრაზენეკას“ ვაქცინის გამოყენებას განაგრძობს გერმანიაც, მხოლოდ 60 წელზე მეტი ასაკის პირებში.

„ასტრაზენეკას“ პრეპარატით ბელგიაში მხოლოდ 56 წელს გადაცილებულ ადამიანებს აცრიან – ამის შესახებ ბელგიის ჯანდაცვის უწყებამ გუშინ, 7 აპრილს გააკეთა განცხადება.

„ბიბისის“ ინფორმაციით, დიდი ბრიტანეთის სამთავრობო საკონსულტაციო ჯგუფმა ვაქცინების საკითხებში (JCVI) რეკომენდაციები გასცა, თრომბოზის იშვიათი შემთხვევების გამო, არ გამოიყენონ COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინა AstraZeneca 30 წელზე ნაკლები ასაკის ადამიანებში.

JCVI-ს ინფორმაციით, ოფიციალური მონაცემებით, 31 მარტის მდგომარეობით AstraZeneca-ს 20 მლნ ინიექცია გაკეთდა და 79 შემთხვევაში (51 – ქალი, 28 – მამაკაცი, 18-იდან 79 წლამდე ასაკის) თრომბოზის გართულება აღინიშნა, შედეგად 19 ადამიანი გარდაიცვალა, ამიტომ JCVI იძლევა რეკომენდაციას, 18-29 წლის ახალგაზრდებში „ასტრაზენეკას“ პრეპარატის ნაცვლად სხვა, ალტერნატიული ვაქცინები გამოიყენონ.

ნინო ხოშტარია

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close