ესპანელი სპორტსმენი ანიოლ სერასოლესი ჩილეში თოვლიანი მწვერვალიდან კაიაკით დაეშვა. მის მიერ დაფარული ტრასის ნაწილი, რომლის მთლიანი სიგრძე 25 კმ იყო, ვულკან ვილიარიკაზე გადიოდა.
სერასოლესმა 100 კმ/სთ სიჩქარე განავითარა, მაგრამ გადაბრუნდა და 10 მეტრი ჰაერში იფრინა, თუმცა შემდეგ დაშვება გააგრძელა.
მარშრუტის ბოლოს ესპანელმა სპორტსმენმა ჩანჩქერში ორმაგი კიკფლიპი (kickflip) შეასრულა. ამ ილეთის განხორციელება აქამდე ვერავინ შეძლო.
კომენტარები