იტალიასაზოგადოება

რატომ გამოიყურებიან იტალიელი ქალები ასე მიმზიდველად – 10 მოდური მიზეზი

ბევრი მიიჩნევს, რომ ფრანგი ქალები სტილის ნამდვილი ფუძემდებლები არიან, მაგრამ მოდის მსოფლიო დედაქალაქის სტატუსი სამართლიანად ეკუთვნის იტალიის ქალაქ მილანს.

ზოგადად, იტალიელები კარგად ერკვევიან მოდის ტენდენციებში და იციან როგორ შექმნან უნიკალური გარეგნობა. როგორც წესი, იტალიელი ქალები ყურადღებას ამახვილებენ ქალურობაზე და დიდ ყურადღებას აქცევენ დეტალებსა თუ ზღაპრულ აქსესუარებს.

1. იტალიელი ქალები ხშირად ატარებენ რამდენიმე ბეჭედს

მართალია თითქმის ყველა ქალს უყვარს სამკაულები, მაგრამ იტალიელი ქალები მას ძალიან განსაკუთრებული ფორმით ატარებენ. მათ არ ეშინიათ გადატვირთონ თავიანთი სხეული ზედმეტი აქსესუარებით. იტალიაში, ქალბატონების ხელებზე ხშირად შენიშნავთ მრავალრიცხოვან, კარგად შეხამებულ ბეჭდებს.

2. არ არსებობს „ძალიან ბევრი სამაჯური“

ბეჭდების გარდა, იტალიელ ქალბატონებს სამაჯურები უყვართ. შესაძლოა, ძვირფასეულობის მრავალი ფენის სიყვარული გამოწვეულია იმით, რომ ისინი ძალიან ემოციურები არიან და ბევრ ჟესტს იყენებენ, ამიტომ მათი ხელები მუდამ ყურადღების ცენტრშია.

3. მზის სათვალე მნიშვნელოვანი აქსესუარია

იტალიაში სათვალე არამარტო ფუნქციონალური ელემენტია, არამედ გარეგნობის მნიშვნელოვანი დეტალიც. უბრალოდ გახსოვდეთ, რომ კარგი სათვალე ძვირი სულაც არ უნდა ღირდეს.

4. შავი მათი ფავორიტი ფერია

თბილი კლიმატის მიუხედავად, იტალიელებს ძალიან მოსწონთ შავი ტანსაცმლის ტარება წელიწადის ნებისმიერ დროს. უპირველეს ყოვლისა, ეს პრაქტიკულია. ამის გარდა, ეს ფერი სხეულს უფრო ათხელებს, თანაც შავი ტანსაცმელი ყოველთვის ელეგანტურად გამოიყურება.

5. იტალიელი ქალები ზრუნავენ კანზე

მოვლილი იტალიელი ქალის მნიშვნელოვანი დეტალია კრიალა და გლუვი კანი. ისინი განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევენ დეპილაციას და სხეულიდან არასაჭირო თმის მოცილების. შედეგად კი მათი კანი, მუდამ ძალიან გლუვი და მოვლილია.

6. თმა ნებისმიერი იტალიელი ქალის სიამაყეა

იტალიელ ქალებს, ჩვეულებრივ, აქვთ სქელი და მძიმე თმა. ისინი მიიჩნევენ, რომ გრძელი თმა ქალის მთავარი აქსესუარია

7. იტალიელი ქალები დიდ ყურადღებას აქცევენ ფეხსაცმელს

იტალიელი ქალები არასდროს აირჩევენ მოსაწყენ ფეხსაცმელს – მათ ურჩევნიათ მდიდარი ტექსტურა. მათ მოსწონთ, როდესაც ფეხსაცმელს ბუმბულები, კრისტალები ან სხვა პომპეზური ელემენტები ამშვენებს. … და ის მართლაც შთამბეჭდავად გამოიყურება ნათელი მზის ქვეშ.

8. იტალიელ ქალებს არასოდეს ავიწყდებათ ქამრის საშუალებით წელის ხაზგასმა

ქამარი ძალიან მნიშვნელოვანი გარდერობის აქსესუარია ადგილობრივი ქალებისთვის, რადგან ის მყისიერად ქმნის წვრილ და ელეგანტურ სილუეტს.

9. ლაბადა საუკეთესო ტანსაცმელია ცივი ამინდისთვის

იტალიელი ქალის გარდერობში შეუცვლელი ნივთია კლასიკური, საშუალო სიგრძის, ნეიტრალური ფერის ლაბადა. ის კარგად ეხამება ნებისმიერ სტილს, როგორც კაბებს, ასევე ჯინსებს. ეს არის შესანიშნავი ნივთი, რომელიც მრავალი წლის განმავლობაში მოგემსახურებათ და აქტუალობას არასოდეს დაკარგავს.

10. ქუდი ნებისმიერ სეზონზე

ეს არის პოპულარული და თანამედროვე აქსესუარი, რომელიც ნებისმიერ ქალს უხდება. თბილ ამინდში მრავალწახნაგოვანი ქუდები აქტუალურია ბევრ ქვეყანაში, მაგრამ იტალიელი ქალები მათ სეზონის მიუხედავად ატარებენ.

trend.ge

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close