პოლიტიკასაქართველო

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პოსტზე ირაკლი კობახიძე შესაძლოა ღარიბაშვილმა შეცვალოს, კალაძემ კი პარტია დატოვოს

ტელეკომპანია „ფორმულას“ ინფორმაციით, პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პოსტზე ირაკლი კობახიძე შესაძლოა მოქმედმა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა შეცვალოს. სახელისუფლებო წრეებიდან საკუთარი წყარო „ფორმულას“ უყვება, რომ ამ ცვლილების იდეის ავტორი თავად ბიძინა ივანიშვილია. 

„ფორმულას“ ცნობით, ივანიშვილმა კობახიძეს პოსტიდან წასვლა თებერვალში მოსთხოვა, ღარიბაშვილის პრემიერად დანიშვნიდან მალევე.

ტელეკომპანიის კიდევ ერთი ინფორმაციის თანახმად, პარტიის დატოვებას აპირებს თბილისის მოქმედი მერი კახა კალაძე. მათივე მტკიცებით, მერი არა მხოლოდ პარტიიდან, არამედ პოლიტიკიდანაც მიდის. მეტიც, კალაძემ შესაძლოა ქვეყანაც დატოვოს და საცხოვრებლად მილანში დაბრუნდეს.

აღსანიშნავია, რომ მოსალოდნელ საკადრო ცვლილებებთან დაკავშირებით „ფორმულას“ მიერ გავრცელებული არაერთი ინფორმაცია გამართლდა, მათ შორის, ფინანსთა მინისტრის – ივანე მაჭავარიანის გადადგომის, გიორგი გახარიას მიერ პრემიერის პოსტის დატოვების და თავად ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკიდან წასვლის შესახებ. ვნახოთ, ამჯერად რა გამართლდება და რა – არა.

როგორც ცნობილია, დედაქალაქის მერმა 2 დღის წინ კლინიკა დატოვა, სადაც გამოკვლევებს იტარებდა და სახლში აგრძელებს მკურნალობას. კლინიკის დატოვების შემდეგ კახა კალაძემ განაცხადა, რომ თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით კომენტარს რამდენიმე დღეში გააკეთებს.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close