fbpx
მსოფლიოპოლიტიკაnews

„როიტერი“ – მალიში საფრანგეთის ავიაციის მიერ ქორწილის დაბომბვის შედეგად 19 ადამიანი და სამი შეიარაღებული პირი დაიღუპა

მალიში საფრანგეთის ავიაციის მიერ ქორწილის წვეულების დაბომბვის შედეგად, 19 ადამიანი და სამი შეიარაღებული პირი დაიღუპა. ამის შესახებ „როიტერი“ გაეროს გამომძიებლების ანგარიშზე დაყრდნობით წერს.

მათივე ინფორმაციით, ანგარიში ეწინააღმდეგება საფრანგეთის განმარტებას იმის თაობაზე, რომ მხოლოდ რადიკალი ისლამისტების პოზიციები დაიბომბა.

ავიაიერიში მიმდინარე წლის იანვარში განხორციელდა. საფრანგეთს მალისა და მეზობელ ქვეყნებში 5000-ზე მეტი ჯარისკაცი ჰყავს განთავსებული, რომელთა ამოცანა „ალ-ყაიდასთან“ და ე.წ. ისლამურ სახელმწიფოსთან დაკავშირებული ჯგუფების წინააღმდეგ ბრძოლაა.

მალიში გაეროს მისიის ადამიანის უფლებათა დანაყოფი იმ სოფელს ესტუმრა, სადაც იანვარში ავიაიერიში განხორციელდა. გავრცელებული ცნობით, ქორწილში 100-მდე ადამიანი იმყოფებოდა, რომელთა შორის სამხედრო დაჯგუფება „კატიბა სერმას“ ხუთი მებრძოლი იყო. აღნიშნული დაჯგუფება „ალ-ყაიდასთან“ არის კავშირში.

მალის მთავრობაში ოფიციალური განცხადება არ გაკეთებულა.

1tv.ge

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close