fbpx
მსოფლიოსაზოგადოება

მიუსაფარმა ძაღლმა მაღაზიიდან ერთი და იმავე სათამაშოს მოპარვა ხუთჯერ სცადა

აშშ-ში. ჩრდილოეთ კაროლინის შტატის ქალაქ კენანსვილში მიუსაფარმა ძაღლმა მაღაზიიდან ერთი და იმავე სათამაშოს მოპარვა რამდენჯერმე სცადა. ამის შესახებ CNN-ი იტყობინება.

ერთი წლის ხვადი სახელად სისუ ადგილობრივი სუპერმარკეტიდან იასამნისფერი მარტორქის გატაცებას ხუთჯერ შეეცადა. ამის გამო მაღაზიის მეპატრონემ ცხოველთა მონიტორინგის სამსახური გამოიძახა.

გამოძახებაზე მისულმა ოფიცერმა სისუს სასურველი სათამაშო უყიდა და ძაღლების თავშესაფარში მარტორქასთან ერთად გადაიყვანა.

ორშაბათს ცხოველთა მონიტორინგის სამსახურმა თავის ფეისბუქგვერდზე გამოაქვეყნა სისუს ამაღელვებელი ფოტო თავშესაფრიდან, რომელზეც ის თავის მეგობარ სათამაშო მარტორქას ეხუტება. ფოტო სწრაფად გახდა ვირუსული.

ეს ისტორია უფრო მაგარი „ჰეფი ენდით“ დასრულდა: როგორც „სიენენი“ წერს, ამ ამბის გახმოვანებიდან ერთი დღის შემდეგ მიუსაფარ სისუს ახალი პატრონი გამოუჩნდა – იგი, თავის საყვარელ მეგობარ მარტორქასთან ერთად, თავშესაფრიდან ერთ-ერთმა ოჯახმა „იშვილა“.

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close