საზოგადოება

ქართველი გოგოს ისტორია, რომელმაც საკუთარი ძმა 25-წლიანი განშორების შემდეგ იპოვა (ვიდეო)

ანა გაბუნიამ 25-წლიანი განშორების შემდეგ საკუთარი ძმა იპოვა. ანას ისტორია გურჯაანში იწყება. მან გაარკვია, რომ 24 წლის წინათ, ბიოლოგიური მამის გარდაცვალების შემდეგ, ხანდაზმულმა ბებიამ ის და მისი ძმა სხვადასხვა ოჯახში გააშვილა. ანას დედაზე ზუსტი ინფორმაცია ჯერ კიდევ არ აქვს და შეცვლილი საბუთების გამო ბიოლოგიური დედის შესახებ ინფორმაციის მოპოვება თითქმის შეუძლებელია. ამიტომ ანა დახმარებისთვის საგამოძიებო უწყებებსაც მიმართავს.

მეგობრის დახმარებით ანამ თავის ძმას, ალექსანდრეს როსტოვში მიაკვლია. როცა ალექსანდრე გააშვილეს, 6 წლის იყო. იგი დას 2015 წლიდან ეძებდა, მას შემდეგ, რაც როსტოვში მცხოვრებმა ქართველმა 6 წლის წინ მისი დაბადების ნამდვილი მოწმობა მიუტანა. როცა უშედეგო ძებნის შემდეგ ალექსანდრემ საბუთები დაწვა და დის ძებნაც შეწყვიტა, ვოლგოგრადიდან როსტოვში მის მოსაძებნად ქართველები ჩავიდნენ.

ახლა ანა დღეებს ითვლის, რომ ალექსანდრე როსტოვიდან მალე ჩამოვიდეს და საკუთარ ძმას 25 წლის შემდეგ პირველად შეხვდეს.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close