fbpx
სპორტი

„ბორჯღალოსნებმა“ რუმინეთის ნაკრებს მოუგეს და ევროპის ჩემპიონები გახდნენ

ევროპის ჩემპიონატის 2021 წლის სეზონის მეოთხე შეხვედრაში საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა ტრადიციულ მეტოქეს, რუმინეთის ეროვნულ გუნდს მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე უმასპინძლა. მატჩს, კოვიდრეგულაციების გათვალისწინებით, მაყურებელიც დაესწრო.

შეხვედრა ბორჯღალოსნების გამარჯვებით დასრულდა ანგარიშით 28-17. საქართველომ „რაგბი ევროპის“ ჩემპიონის ტიტული მოიპოვა და ანთიმოზ ივერიელის თასიც შეინარჩუნა.

ურთიერთშეხვედრებში ქართველი მორაგბეები „რაგბი ევროპაზე“ რუმინეთთან ბოლოს 2017 წელს, ერთქულიანი სხვაობით (8:7) დამარცხდნენ და მას შემდეგ „მუხის ფოთლებს“ ზედიზედ სამი თამაში მოუგეს, უშუალოდ ტურნირზე კი 19-შეხვედრიანი მოგებათა სერია აქვთ. შთამბეჭდავი იყო 2020 წელს მოპოვებული გამარჯვება, რომელიც „ბორჯღალოსნებმა“ ანგარიშით 41:13 მოიგეს.  გუნდებს ერთმანეთთან 23-ჯერ უთამაშიათ. აქედან 15 დაპირისპირება საქართველომ მოიგო, ცხრა კი – რუმინეთმა. საგულისხმოა, რომ პირველი ცხრა დაპირისპირებიდან შვიდი „მუხის ფოთლებმა“ მოიგეს და სწორედ 2006 წლის შემდეგ დაიწყო „ბორჯღალოსნების“ გამარჯვებების სერია.

წყარო

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close