fbpx
კრიმინალი

ვინ მოკლა ქალი ჯავახიშვილის ქუჩაზე – სავარაუდო მკვლელის ვინაობა ცნობილია

„კურიერის“ ინფორმაციით, ქალი, რომლის ცხედარიც ჯავახიშვილის ქუჩაზე იპოვეს, სავარაუდოდ, საკუთარმა შვილმა მოკლა.

ამის შესახებ ინფორმაცია „რუსთავი2-ს“, მეზობლებმა დაუდასტურეს. შემთხვევას, სავარაუდოდ, წინ კონფლიქტი უძღოდა. მეზობლების ინფორმაციით, გარდაცვლილის ერთ-ერთ შვილს ფსიქიკური პრობლემები აქვს.

შეგახსენებთ, 85 წლის ქალის ცხედარი 27 მარტს თბილისში ჯავახიშვილის ქუჩაზე მეზობლებმა ნახეს, მას ხელ-ფეხი შეკრული ჰქონდა და ჭრილობები ცივი იარაღით აქვს მიყენებული.

როგორც „რუსთავი 2-ს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close