„თეოს ყელი გამოჭრეს, მისი არაბი ქმარი დაჩეხილია“ – თურქეთში ახალგაზრდა ქალის მკვლელობის შესახებ ახალი დეტალები ვრცელდება (ვიდეო)
თურქეთში, ქალაქ სტამბოლში ქართველი ემიგრანტი, 25 წლის თეონა თუაშვილი მოკლეს. მას 5 წლის გოგონა საქართველოში დარჩა.
„შემზარავი ამბავი მოხდა, თეოს და მის ქმარს სახლში 4 ბიჭი შეუვარდა, თეოს ყელი გამოჭრეს, მისი არაბი ქმარი დაჩეხილია.
დაჭრილია მოკლულის მეუღლეც, რომელიც ამჟამად უგონო მდგომარეობაში იმყოფება.
მთელი სტამბულის ემიგრანტები შოკში ვართ, სასტიკადაა ნაწამები, იმდენი ჭრილობა აქვს. ასე სადისტურად ვინ გაიმეტა, აღარაა ქვეყნად სამართალი…
ადამიანმა ჩაიდინა ეს თუ ურჩხულმა, მხეცმა არ ვიცით, ქვაც კი ატირდება, ისეთი მდგომარეობაა. ნუთუ, ასეთი რამის გაკეთება ადამიანს შეუძლია.
მისი ქმარიც სიკვდილის პირასაა, ამბობენ, შურისძიება იყოო, მაგრამ ვის რა დაუშავეს ამ სიცოცხლით სავსე ადამიანებმა…
არავის გვჯერა ეს შემზარავი ამბავი, ძალიან კეთილი, თბილი, არაჩვეულებრივი ადამიანი იყო თეონა. გთხოვთ, დაგვეხმაროთ“, – უყვებიან შოთო სიხარულიძეს ქართველი ემიგრანტები სტამბოლიდან.
მოკლული ახალგაზრდა ქალის მეგობრის ინტერვიუ:
primetime.ge
კომენტარები