fbpx
ეკონომიკამოგზაურობასაქართველო

„ვიზეარმა“ ქუთაისიდან 2021 წლის ზაფხულის ფრენების ნაწილი გააუქმა

კოვიდ-19-თან დაკავშირებული საერთაშორისო შეზღუდვების გამო ავიაკომპანია „ვიზეარმა“ ქუთაისიდან 2021 წლის ზაფხულის ფრენების ნაწილი გააუქმა. ინფორმაციას avianews.ge ავრცელებს.

გაუქმებულ რეისებთან დაკავშირებით განცხადებას „ვიზეარის“ კომუნიკაციების ხელმძღვანელი ანდრაშ რადო ავრცელებს.

„საავიაციო ინდუსტრიაში მიღებული პრაქტიკაა, რომ ფრენების სიხშირეები სამოგზაურო სეზონების, კონკრეტულ პერიოდში აქტუალური მიმართულებებისა და გაუთვალისწინებელი ფორსმაჟორული სიტუაციების მიხედვით იცვლება. „ვიზეარმა“ ქუთაისიდან 2021 წლის ზაფხულის სეზონზე ფრენები რამდენიმე მიმართულებით შეაჩერა. ამ ცვლილების შედეგად, დაზარალებულ მგზავრებს ავტომატურად მიუვათ შეტყობინება ცვლილების შესახებ და შეთავაზება ბილეთის გადაცვლის, თანხის 100 პროცენტის ბარათზე დაბრუნების ან 120 პროცენტის „ვიზეარის“ ანგარიშზე დაბრუნების შესახებ“, – განაცხადა „ვიზეარის“ კომუნიკაციების ხელმძღვანელმა.

ვიზეარს“ ფრენების განახლებასთან დაკავშირებით საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში განაცხადი აქვს შეტანილი.

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close