fbpx
კრიმინალისაქართველო

გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმეზე მსჯავრდებულ ორ არასრულწლოვანს 10 წლითა და ექვსი თვით პატიმრობა შეეფარდა

გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმეზე მსჯავრდებულ ორ არასრულწლოვანს, ა. ქ.-სა და ზ. ხ.-ს სასჯელის ზომად თითოეულს 10 წლითა და ექვსი თვით პატიმრობა შეეფარდა. არასრულწლოვნების მიმართ სასჯელის ზომა მცხეთის რაიონული სასამართლოს მოსამართლემ დღეს გამოაცხადა.

პროკურატურა გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმეზე ორი არასრულწლოვნისთვის მაქსიმალურ სასჯელს, 12 წელს ითხოვდა.

მცხეთის რაიონულმა სასამართლომ გიორგი შაქარაშვილის განზრახ ჯგუფურად მკვლელობის საქმეზე განაჩენი 9 მარტს გამოაცხადა და საქმეზე ბრალდებული ხუთივე პირი დამნაშავედ ცნო.

საქმის განმხილველი მოსამართლის, ბიძინა სტურუას გადაწყვეტილებით, მათგან სამს, არჩილ გაგნიძეს, ვახტანგ ჩიქოვანსა და ნიკოლოზ რევაზიშვილს, თითოეულს 16 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.

გიორგი შაქარაშვილის განზრახ ჯგუფურად მკვლელობის საქმეზე მსჯავრდებული პირების ოჯახის წევრები სასამართლოს გადაწყვეტილებას არ ეთანხმებიან.

ერთ-ერთი მსჯავრდებულის, ვახტანგ ჩიქოვანის დედა, ნინო გოგილაშვილი აცხადებს, რომ საქმეს სტრასბურგის სასამართლოში გაასაჩივრებენ.

კიდევ ერთი მსჯავრდებულის, არჩილ გაგნიძის დის, თიკა გაგნიძის განცხადებით, გადაწყვეტილებას აქციით გააპროტესტებენ.

საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ გიორგი შაქარაშვილის დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის ბრალდებით სისხლის სამართლებრივი დევნა ხუთი პირის მიმართ 2020 წლის 11 აგვისტოს დაიწყო. გამოძიებით დადგინდა, რომ სასტიკად ნაცემი გიორგი შაქარაშვილი თავდამსხმელებმა მდინარე არაგვში გადააგდეს, რის შედეგადაც იგი გარდაიცვალა.

წყარო: 1tv.ge

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close