![](https://nostal.ge/wp-content/uploads/2021/03/ჩვილი-ანტისხეულები.jpg)
აშშ-ში ფეხმძიმე ქალმა, რომელიც Moderna-ს ვაქცინით აიცრა, Covid-19-ის საწინააღმდეგო ანტისხეულების მქონე ახალშობილი დაბადა. ამის შესახებ სამეცნიერო სტატიაში წერს ორი ექიმი ფლორიდის შტატის ქალაქ ბოკა რატონიდან.
მათი თქმით, ეს პირველი ცნობილი შემთხვევაა, როდესაც Covid-19-ის ანტისხეულები დედიდან ბავშვს გადაეცა.
პედიატრების – პოლ ჯილბერტის და ჩად რუდნიკის თქმით, მედიცინის მუშაკმა ქალმა აცრა ფესმძიმობისას გაიკეთა, მშობიარობამდე 3 კვირით ადრე. როდესაც ბავშვი დაიბადა, ექიმებმა მისი ჭიპლარის სისხლის ანალიზი ჩაატარეს ანტისხეულებზე, რომლებიც დედის ორგანიზმში ვაქცინაციის შედეგად უნდა გამომუშავებულიყო და ეს ანტისხეულები აღმოაჩინეს.
ნინო ხოშტარია
კომენტარები