საბერძნეთის ზღვები – მიმოხილვები მოქალაქეობის მოპოვების მსურველთა გამოცდისთვის მოსამზადებლად
ბერძნულ ენაში არსებობს ორი სინონიმი ტერმინისა „ზღვა“. ესენია: θάλασσα და Πέλαγος.
საგულისხმოა, რომ თავად ეს ორი ტერმინი ერთმანეთის სინონიმებს არ წარმოადგენს. ტერმინი θάλασσα დახურულ ზღვას ნიშნავს, ხოლო Πέλαγος კი – ზღვის ნაწილს ანუ უფრო მცირე, ღია ზღვას ეწოდება. მაგალითად, ხმელთაშუა ზღვის (Μεσόγειος Θάλασσα) ნაწილია იონიის ზღვა (Ιόνιο Πέλαγος), ისევე როგორც ეგეოსის ზღვა (Αιγαίο Πέλαγος).
ცნობილია, რომ საბერძნეთს აღმოსავლეთიდან – ეგეოსის, ხოლო დასავლეთიდან იონიის ზღვა ესაზღვრება. ეგეოსის ზღვა კიდევ უფრო პატარა ზღვებად (Πέλαγος) იყოფა და მათ თავიანთი სახელები აქვთ. ასეთებია: თრაკიის ზღვა (Θρακικό Πέλαγος); მირტოის ზღვა (Μυρτώο Πέλαγος), რომელსაც მითიური გმირის, მირტილის სახელი ეწოდა; კრეტის ზღვა (Κρητικό Πέλαγος); იკარიის ზღვა (Ικάριο πέλαγος); კარპათოსის ზღვა (Καρπάθιο πέλαγος) და ლიბიის ზღვა (Λιβυκό Πέλαγος).
გიორგი ჯანელიძე
მსურველებს საგამოცდო საკითხების ნახვა შეუძლიათ შინაგან საქმეთა სამინისტროს საიტზე, შემდეგ მისამართზე: https://exetaseis-ithageneia.ypes.gr/#topics
კომენტარები