ჯანმრთელობარჩევები

რატომ უნდა მიირთვათ ცხელი წვნიანი ყოველდღე – ენდოკრინოლოგი განმარტავს

თურმე ცხელი წვნიანი ხელს უწყობს ორგანიზმში ისეთი ჰორმონის გამომუშავებას, რომელიც კარგ აღნაგობაზეც აგებს პასუხს და შიშებსაც ხსნის

ადამიანმა ცხელი სუპი ყოველდღე უნდა მიირთვას, ვინაიდან ამას დიდი სარგებელი მოაქვს, აცხადებს მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი, ენდოკრინოლოგი ზუხრა პავლოვა.

მისი თქმით, ცხელი წვნიანი ხელს უწყობს ჰორმონ ქოლეცისტოკინინის წარმოქმნას, რომელიც, თავის მხრივ, მადას აქვეითებს.

„ეს იმას ნიშნავს, რომ ადამიანი შეიძლება დანაყრდეს საკვების მცირე ულუფით და თავიდან აირიდოს ზედმეტი ჭამა ანუ ცხელი წვნიანის ჭამა ხელს უწყობს კარგი აღნაგობის შენარჩუნებას“, – აცხადებს სპეციალისტი.

გარდა ამისა, ქოლეცისტოკინინი ხელს უწყობს საჭმლის ეფექტიან მომნელებელ პროცესებს და მონაწილეობს ძილის ნორმალიზებაში, შიშის და ტკივილის ჩახშობაში, აგრეთვე, ხელს უწყობს ფსიქოლოგიური დაძაბულობის მოხსნას.

ამასთან, ექიმი ხაზს უსვამს, რომ არ ღირს მთლიანად კრემსუპებზე გადასვლა, რათა კბილებს საჭირო „დატვირთვა“ არ მოვაკლოთ.

საუკეთესო ვარიანტი ანუ სუპერსასარგებლო წვნიანი, ენდოკრინოლოგის განმარტებით, არის ბოსტნეულის სუპი (არა ხორცის ბულიონზე მომზადებული) ბევრი მწვანილით.

sputnik-georgia.com

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close