იტალიის პრეზიდენტმა, 79 წლის სერჯო მატარელამ დღეს დილით ახალი ტიპის კორონავირუსის (SARS-CoV-2) საწინააღმდეგო აცრა გაიკეთა. ინფორმაციას იტალიური მედია ავრცელებს.
ამ დროისთვის რომში 1941 წელს და უფრო ადრე დაბადებული მოქალაქეების ვაქცინაციის კამპანია მიმდინარეობს და რამდენადაც რესპუბლიკის პრეზიდენტი 1941 წელსაა დაბადებული (იგი 23 ივლისს 80-ის ხდება), ასაკობრივად აცრა მოუწია.
კომენტარები