კვირის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის, 8-14 მარტი
8-იდან 12 მარტამდე კლებადი მთავრის პერიოდია. ამ დღეებში უმჯობესია უარი თქვათ ნებისმიერ სერიოზულ და მნიშვნელოვან საქმეზე, თუნდაც ისინი დიდი ხნის წინ გქონდეთ დაგეგმილი. უმჯობესია არ გადატვირთოთ საკუთარი თავი – არც ემოციურად და არც ფიზიკურად. დაისვენეთ!
13 მარტს ახალმთვარეობაა. ახლა სასურველია თქვენი მეგობრული წრის გაფართოება. წადით სტუმრად, სადაც ახალი ნაცნობებს შეიძენთ, ან არ გამოტოვოთ წვეულება, სადაც არავის იცნობთ.
14 მარტს მზარდი მთვარეა. ვარსკვლავები ამ დროს ახალი ცოდნის მიღებას გირჩევენ. მათ უკეთესად შეითვისებთ, ვიდრე სხვა დროს და, რაც მთავარია, სამომავლო მიღწევებისთვის ძალიან გამოგადგებათ.
პირად ცხოვრებაში ნანატრი სიმშვიდე მოვა. აკონტროლეთ საკუთარი თავი, ეს იდილია კვლავ რომ არ დაარღვიოთ. ეს პერიოდი კარგია ახალი გეგმების დასახვისა და მათი განხორციელების გზებზე ფიქრისთვის, ოღონდ თქვენი მიზნების შესახებ ჯერ არავის მოუყვეთ! დაე, ეს თქვენი საიდუმლო იყოს!
სასიკეთო დღეები: 9, 11.
არასასიკეთო დღე: 14.
კურო
სამსახურში კონკურენცია შეიძლება გაძლიერდეს, ამიტომ თქვენი საქმიანობისთვის ძალისხმევას ნუ დაიშურებთ. ყველა წინადადება, რომელიც წამოიჭრება, უმჯობესია სპეციალისტებმა განიხილონ. ნუ იჩხუბებთ, უმჯობესია თქვენი ენერგია ოჯახური ურთიერთობის შენარჩუნებას მოახმაროთ. იყავით მომთმენი ახლობლების მიმართ. ამასთან ერთად, ნუ დაივიწყებთ თქვენი შემოქმედებითი პოტენციალის შესახებ.
სასიკეთო დღეები: 8, 14.
არასასიკეთო დღე: 11.
ტყუპი
გაზაფხულის დასაწყისი ხელს უწყობს საქმიან მოლაპარაკებებს, გარიგებების დადებასა და სარეკლამო კამპანიების ორგანიზებას. სერიოზულად მიიღეთ რჩევები უფრო გამოცდილი ადამიანებისგან, ისინი დაგეხმარებიან სწორი გადაწყვეტილების მიღებაში. 13 მარტს ფხიზლად იყავით: შეიძლება ახლობელმა ადამიანებმა იმედი გაგიცრუონ. კვირა დღე ოჯახთან ერთად გაატარეთ, ეს ხელს შეუწყობს თქვენი ურთიერთობების გაუმჯობესებას.
სასიკეთო დღეები: 10, 13.
არასასიკეთო დღე: 11.
ამ კვირაში თქვენი აზრების მთავარი ობიექტი ფინანსური სფერო იქნება. რთულ საქმეებს მხოლოდ იმ შემთხვევაში შეეჭიდეთ, თუ ვინმეს იმედი გაქვთ. ზოგიერთი საკითხის გადაჭრაზე უარის თქმა მოგიწევთ. თუ ახლა სესხს გასცემთ, თანხას უკან მალე ვერ დაიბრუნებთ, მაგრამ უნდა გასცეთ, თუ მეგობრობის შენარჩუნება გსურთ! თავისუფალი დრო დასვენებასა და ცოცხალ კომუნიკაციას დაუთმეთ.
სასიკეთო დღეები: 11, 14.
არასასიკეთო დღე: 13.
ახლა გჭირდებათ გამძლეობა, როგორც ფიზიკური, ისე ფსიქოლოგიური. შეიძლება გამოჩნდეს პრობლემები, რომლებსაც არ ელოდით. ემოციებს ნუ აჰყვებით. უმჯობესია დრო ძირითადად ოჯახთან ერთად გაატაროთ. ყურადღება მიაქციეთ სახლს – მაგ., გადააადგილეთ ავეჯი, შეცვალეთ ფარდები. ასეთი ცვლილებები ხელს შეუწყობს გარემოს განახლებას და ენერგიის აღდგენას. შეგიძლიათ შაბათ-კვირას დაისვენოთ. მშვიდი დასვენება უფრო კარგად იმოქმედებს თქვენზე.
სასიკეთო დღეები: 12, 14.
არასასიკეთო დღე: 9.
ამ კვირაში შანსი გექნებათ ძველი ოჯახური პრობლემები გადაჭრათ. ხელიდან არ გაუშვათ ეს შანსი. ეს პერიოდი ხელსაყრელია ნებისმიერი მოგზაურობისა და გართობისთვის. პერსპექტიული ნაცნობობა გელით. ვარსკვლავები გირჩევენ, ყურადღებით დააკვირდეთ ახალ ნაცნობებს. შაბათ-კვირა, ძირითადად, საკუთარ თავს დაუთმეთ – დაკავდით სპორტით ან სილამაზის სალონს ესტუმრეთ.
სასიკეთო დღეები: 10, 13.
არასასიკეთო დღე: 11.
ამ პერიოდის განმავლობაში საკუთარი თავის კონტროლი თქვენთვის ადვილი არ იქნება. ვინმესთან ჩხუბის სურვილმა შეიძლება ხელი შეგიშალოთ ამ დროის მშვიდად გატარებაში. სიტუაცია რომ განმუხტოთ, ქალაქგარეთ გაემგზავრეთ – მაგალითად, აგარაკზე. დაისვენეთ, აღიდგინეთ ძალები.
სასიკეთო დღეები: 8, 13.
არასასიკეთო დღე: 9.
მორიელი
ეს პერიოდი კომპრომისების გარეშე არ ჩაივლის. ნუ შეგეშინდებათ, პირველმა გადადგათ ნაბიჯი შერიგებისკენ, თუ ახლობელ ადამიანებთან ურთიერთობას აფასებთ. კარგი მეგობრის მხრიდან შესაძლებელია ღალატი, მაგრამ ნუ იჩქარებთ მის ამოშლას თქვენი ცხოვრებიდან. მიეცით საშუალება, ყველაფერი გამოასწოროს.
სასიკეთო დღეები: 9, 13.
არასასიკეთო დღე: 14.
მშვილდოსანი
ღირს შეუსრულებელ დავალებებზე ფიქრი: კარგად დაგეგმეთ მოქმედების გეგმა და უახლოეს მომავალში ყველაფერს მოაგვარებთ. ახლა შესანიშნავი დროა, აქტიური ზრუნვა დაიწყოთ საკუთარ თავზე. ისიც კი შეგიძლიათ, რომ რადიკალურად შეცვალოთ თქვენი გარეგნობა. სამსახურში დიდი შანსია რომანი დაიწყოთ. რატომაც არა?! თუმცა ნებისმიერ სიტუაციაში უმჯობესია ჯერ იფიქროთ და მხოლოდ ამის შემდეგ ჩაეფლოთ ემოციებში.
სასიკეთო დღეები: 13, 14.
არასასიკეთო დღე: 12.
ამ კვირაში ახალი შთაბეჭდილებები და დადებითი ემოციები გელით. მიეცით თავს დასვენების შესაძლებლობა და აივსეთ ენერგიით – ეს ნამდვილად გჭირდებათ. ამ დღეებში ბავშვებთან დაკავშირებული პრობლემები დაგაფიქრებთ. მოაგვარეთ ისინი ცივი გონებით, ან გადაწყვეტილების მიღება გარკვეული დროით გადადეთ. ცხელ გულზე არაფერი მოიმოქმედოთ.
სასიკეთო დღეები: 12, 14.
არასასიკეთო დღე: 9.
ამ ნიშნის ზოგიერთი წარმომადგენელი შესაძლოა ღალატის რისკი ქვეშ აღმოჩნდეს. კარგად დაუკვირდით თქვენს პარტნიორს, რაიმე ხომ არ ემუქრება თქვენს ურთიერთობას. არ აჰყვეთ ეგოისტურ მიზნებს, ეს არაფერს მოგიტანთ. ყურადღება მიაქციეთ თქვენს ჯანმრთელობას. რაღაც ცოტათი მაინც თუ გაწუხებთ, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს.
სასიკეთო დღეები: 12, 13.
არასასიკეთო დღე: 10.
შანსი გექნებათ, ღირებული გამოცდილება მიიღოთ. დიახ, ეს შეიძლება ადვილი არ იყოს, მაგრამ ყველაფერს შეგიძლიათ გაუმკლავდეთ. კოლეგებმა შეიძლება თქვენ მიმართ შეთქმულების დაგეგმვა დაიწყონ – მზად იყავით. უმჯობესია თავი შორს დაიჭიროთ. მეტი დრო გაატარეთ თქვენს მეორე ნახევართან, რათა თქვენი ურთიერთობა კიდევ უფრო განამტკიცოთ.
სასიკეთო დღეები: 13, 14.
არასასიკეთო დღე: 9.
თამთა გურული
კომენტარები