fbpx
კრიმინალი

დედ-მამის და ბებიის განზრახ მკვლელობის ბრალდებით თელავში 28 წლის მამაკაცი დააკავეს

კახეთის პოლიციის თანამშრომლებმა დააკავეს 28 წლის მამაკაცი, რომელიც მშობლებისა და ბებიის განზრახ მკვლელობაშია ბრალდებული. დანაშაული 16-იდან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მკვლელობა თელავში, გოშაძის ქუჩაზე დღეს, 7 მარტს მოხდა.

პოლიციამ ბრალდებული მომხდარიდან რამდენიმე საათში დააკავა თელავში. სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩადენის იარაღი – პისტოლეტი ნივთმტკიცების სახით ამოიღეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა თავის სახელზე რეგისტრირებული ცეცხლსასროლი იარაღიდან – პისტოლეტიდან გასროლით სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა 1960 წელს დაბადებულ მამას, 1963 წელს დაბადებულ დედას და 1935 წელს დაბადებულ ბებიას, რის შემდეგაც შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

გავრცელებული ინფორმაციით, მოკლული ქალი თელავის მეოთხე საჯარო სკოლის პედაგოგი თამარ ხოსმაზარაშვილია. ოჯახის ახლობლების ინფორმაციით, მის შვილს ბოლო დროს ფსიქოლოგიური პრობლემები ჰქონდა, რის გამოც მან უნივერსიტეტში აკადემიური აიღო. ის რამდენიმე თვის განმავლობაში სახლიდან გადახვეწილი იყო და ოჯახს მის შესახებ არანაირი ინფორმაცია არ ჰქონდა.

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close