იტალიაკულტურა

სან რემოზე „მილანის“ ფორვარდმა ზლატან იბრაჰიმოვიჩმა იმღერა (ვიდეო)

„ხალხს მაინც გავაცინებთ...“

საფეხბურთო კლუბ „მილანის“ ფორვარდმა ზლატან იბრაჰიმოვიჩმა სან რემოს ცნობილ მუსიკალურ ფესტივალში მიიღო მონაწილეობა და თავის მეგობართან, „ბოლონიას“ მთავარ მწვრთნელ სინიშა მიჰაილოვიჩთან ერთად ჯგუფ I Nomadi-ს სიმღერა Io vagabondo იმღერა. ამის შესახებ „ინსაიდერი“ წერს.

მიჰაილოვიჩმა თებერვალში განაცხადა, რომ ის და იბრაჰიმოვიჩი ერთად აპირებდნენ სიმღერას სან რემოზე.

„ორი რამ, რასაც ყველაფერზე ცუდად ვაკეთებ, არის სიმღერა და ცეკვა, – უთხრა მიჰაილოვიჩმა Sky Italia-ს, – იბრაც საშინელი მომღერალია. ყოველ შემთხვევაში, ხალხს მაინც გავაცინებთ“.

იგი არ შემცდარა.

იბრჰიმოვიჩი მთელი კვირის განმავლობაში იყო სპეციალური სტუმარი სან რემოს ფესტივალზე, იტალიის ყველაზე ცნობილ და უძველეს სიმღერის კონკურსზე, რომელიც, როგორც ვარაუდობენ, შთაგონების წყარო გახდა ევროვიზიის სიმღერის კონკურსის დაარსებისთვის. ოთხშაბათს იბრა მილანში დაბრუნდა „მილანის“ და „უდინეზეს“ მატჩზე დასასწრებად, რომელიც ფრედ – 1:1 დამთავრდა. თავად იგი ტრავმის გამო ამჟამად ისვენებს.

შვედი ფორვარდი ცნობილია თავისი იმპროვიზაციებით, როდესაც საქმე ეხება გოლების გატანის ახალი მეთოდების ძიებას, თუმცა ხუთშაბათს „მილანის“ ვარსკვლავს იმპროვიზება სხვა საკითხთან დაკავშირებით მოუწია:

ფეხბურთელი საკუთარი ავტომანქანით მილანიდან სან რემოში მიდიოდა, რომელიც ლომბარდიის დედაქლაქიდან 170 მილით არის დაშორებული და 3 საათის სავალი გზაა. როდესაც იბრა მიხვდა, რომ საცობის გამო ფესტივალზე აგვიანდებოდა, პანიკაში ჩავარდნის ნაცვლად მანქანიდან გადმოვიდა და ერთ-ერთ მოქალაქესთან ერთად მოტოციკლით გაემართა სან რემოსკენ.

„მანქანით 3-საათიანი მგზავრობის შემდეგ მძღოლს ვუთხარი, რომ კარი გაეღო, რათა მანქანიდან გადავსულიყავი, გავაჩერე მოტოციკლისტი და ვკითხე: „შეგიძლიათ სან რემომდე მიმიყვანოთ?“ საბედნიეროდ, იგი „მილანის“ ფანი აღმოჩნდა. როდესაც აქამდე მოვედით, მითხრა, რომ ავტომაგისტრალზე პირველად მოძრაობდა. ვიდეოც მაქვს“, – თქვა იბრამ სცენაზე.

ნინო ხოშტარია

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close