იტალიაპოლიტიკა

იტალიის მთავრობამ ავსტრალიაში OXFORD-ASTRAZENECA-ს ვაქცინის ექსპორტი დაბლოკა

იტალიის მთავრობამ ავსტრალიაში Oxford-AstraZeneca-ს ვაქცინის ექსპორტი დაბლოკა. ინფორმაციას ამის შესახებ იტალიური მედია ავრცელებს.

გავრცელებული ინფორმაციით, საუბარია ვაქცინის 250 ათასს დოზაზე, რომელიც იტალიაში AstraZeneca-ს ობიექტზე იყო წარმოებული.

არსებული ინფორმაციით, იტალიის მთავრობის ამ გადაწყვეტილებას მხარი ევროკომისიამ დაუჭირა.

შეგახსენებთ, რომ ევროკავშირსა და AstraZeneca-ს შორის უთანხმოება მას შემდეგ წარმოიშვა, რაც კომპანიამ ევროკავშირს შეკვეთილი ვაქცინების მხოლოდ ნაწილი მიაწოდა.

იანვარში, იტალიის მაშინდელმა პრემიერ-მინისტრმა ჯუზეპე კონტემ მიუღებლად შეაფასა როგორც AstraZeneca-ს, ისე Pfizer-ის მიერ ვაქცინის მომარაგების შეფერხება და კომპანიები კონტრაქტების დარღვევაში დაადანაშაულა.

imedinews.ge

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close