მსოფლიოპოლიტიკა

ევროკავშირი „მწვანე პასპორტის“ დანერგვას 17 მარტიდან დაიწყებს

ევროკავშირი ციფრული „მწვანე პასპორტის“ დანერგვას 17 მარტიდან შეუდგება, რაც ევროკავშირის მოსახლეობას ზაფხულის განმავლობაში უფრო თავისუფლად მოგზაურობის საშუალებას მისცემს. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

ევროკომისიის პრეზიდენტის, ურსულა ფონ დერ ლაიენის თქმით, ციფრული „მწვანე პასპორტები“ იმის მტკიცებულება იქნება, რომ ადამიანმა ნამდვილად გაიკეთა კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა.

„ციფრული მწვანე პასპორტის შექმნის მიზანი ტურისტული ან სამსახურებრივი საქმისთვის მოქალაქეების ევროკავშირში ან საზღვარგარეთ უსაფრთხო გადაადგილებაა“, – განაცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა.

მისივე თქმით, იგი ეცდება არ მოხდეს იმ მოქალაქეების დისკრიმინაცია, რომლებსაც ვაქცინა არ მიუღიათ.

აღსანიშნავია, რომ ევროკავშირის რამდენიმე წევრი სახელმწიფო, განსაკუთრებით ისინი, რომელთა ეკონომიკაც დიდწილად ტურიზმზეა დამოკიდებული, მხარს უჭერს აცრილი მოქალაქეებისთვის მოგზაურობის აღდგენას, მათ შორის არის საბერძნეთი, კვიპროსი, ესპანეთი.

გასულ კვირას ავსტრიის კანცლერმა სებასტიან კურცმა ევროკავშირს „მწვანე პასპორტის“ დაუყოვნებელი დანერგვისკენ მოუწოდა. მისი განცხადებით, თუ „მწვანე პასპორტი“ ევროკავშირის სრულ მხარდაჭერას ვერ მოიპოვებს, მაშინ ავსტრია თანამოაზრეების მოძებნას როგორც მეზობელ, ისე არამეზობელ ქვეყნებთან შეეცდება.

bm.ge

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close