იტალიაკულტურა

„სამფეროვანი“ საჰაერო აკრობატები – FRECCE TRICOLORI 60 წლისაა (ვიდეო)

ზუსტად 60 წლის წინათ, 1961 წლის პირველ მარტს შეიქმნა იტალიის სამხედრო საჰაერო ძალებში 313-ე სასწავლო აკრობატული ჯგუფი, ოფიციალური სახელწოდებით: 313 Gruppo Addestramento Acrobatico, Pattuglia Acrobatica Nazionale (PAN), თუმცა მას მთელ მსოფლიოში, უბრალოდ, Frecce Tricolori-დ იცნობენ.

იტალიის სამხედრო საჰაერო ძალების უმაღლესი საპილოტე ჯგუფი დღიდან დაარსებისა რივოლტოს ავიაბაზაზეა (უდინე) განთავსებული.

 ჯგუფში დაახლოებით 100 სამხედრო მოსამსახურე შედის, რომელთა განკარგულებაშია 10 თვითმფრინავი Aermacchi MB339A-PAN; მათი ძირითადი და უფრო მეტად ცნობილი საქმიანობაა კოლექტიური საჰაერო აკრობატიკა.

პანდემიისგან გამოწვეულ რთულ პერიოდში  საპილოტე ჯგუფმა გასული წლის 25-იდან 29 მაისამდე მოქალაქეთა გამხნევების და მორალური მხარდაჭერის ძალიან მნიშვნელოვანი მისია შეასრულა – Frecce Tricoloriს პილოტებმა გადაუფრინეს იტალიის ყველა რეგიონის დედაქალაქს და, აგრეთვე, ქალაქ კოდონიოს, სადაც ქვეყანაში ახალი კორონავირუსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა და პირველი „წითელი ზონაც“ შეიქმნა. «Abbraccio Tricolore» – ასე ეწოდებოდა ამ ისტორიულ პროექტს.

ვიდეო: Frecce Tricolori – 60 წელი ცაში

ნინო ხოშტარია

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close