fbpx
ჰოროსკოპი

კვირის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის, 1-7 მარტი

1-იდან 7 მარტამდე კლებადი მთვარის პერიოდია. ეს კვირა ძალიან კარგია სამომავლო გეგმების დასახვისთვის. განსაკუთრებით წარმატებული იქნება სწავლის პროცესი. უფრო მეტიც, სასწავლო პროცესი არა მხოლოდ საინტერესო, არამედ სასიამოვნოც იქნება. შედეგად, მოკლე დროში შეგიძლიათ გაიგოთ ბევრი ახალი და სასარგებლო რამ. წარმატებული კვირაა იმისთვის, რომ დაკავდეთ სპორტით, ფიტნესით და შეიცვალოთ იმიჯი.

 

ვერძი

ეს კვირა მნიშვნელოვან ცვლილებებს არ გპირდებათ. არ ჩაერთოთ რაიმე კონფლიქტში, არ მოდუნდეთ და ყურადღება მეორეხარისხოვან საკითხებზე არ გადაიტანოთ. შეეცადეთ გონივრულად გაანაწილოთ თქვენი სამუშაო და თავისუფალი დრო. მეტად სასარგებლოა გამაჯანსაღებელი მკურნალობის კურსის დაწყება. მარტოხელა ვერძებს კი ვარსკვლავები ურჩევენ, რომ დროა მიიღონ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები ოჯახის შექმნასთან დაკავშირებით.

სასიკეთო დღეები: 2, 7.

არასასიკეთო დღე: 6.

 

კურო

კარგი პერიოდია თქვენი გეგმების განხორციელებისთვის. დარწმუნებული იყავით თქვენს სიმართლეში. ეს დრო შესაფერისია, რომ პროფესიონალურად დაწინაურდეთ. ადამიანები, რომლებიც ცდილობენ დაგარწმუნონ, შეიცვალოთ აზრი მნიშვნელოვან აქტუალურ საკითხზე, სავარაუდოდ, ცდებიან. წარმატებული იქნება მოგზაურობები. შაბათ-კვირას ეწვიეთ თეატრს ან მუზეუმს, ან ქუჩებში გაისეირნეთ, დაათვალიერეთ არქიტექტურა და ისიამოვნეთ.

სასიკეთო დღეები: 4, 7.

არასასიკეთო დღე: 1.

 

ტყუპი

დროა გადადებულ საქმეებს მიხედოთ. პროფესიული საკითხების მოგვარებისას უფრო გამოცდილი კოლეგების რჩევები უნდა გაითვალისწინოთ. იყავით ყურადღებით მაქსიმალური შედეგის მისაღწევად. კვირის შუა რიცხვებიდან თქვენი მეგობრები უფრო პოზიტიურ როლს ითამაშებენ თქვენს ცხოვრებაში. ეს პერიოდი კარგი დროა ახალი ნაცნობობისა და მეგობრული ურთიერთობებისთვის.

სასიკეთო დღეები: 3, 5.

არასასიკეთო დღე: 2.

 

კირჩხიბი

ამ კვირაში სავსე იქნებით შემოქმედებითი ენთუზიაზმით და შთაგონებით. იმ საქმეების უმეტესობა, რომელთა განხორციელებასაც უახლოეს დღეებში აპირებთ, აუცილებლად გამოგივათ. მოერიდეთ საკამათო სიტუაციებს საყვარელ ადამიანთან და შედეგად ჰარმონია იქნება არა მარტო თქვენს ურთიერთობაში, არამედ ცხოვრების ყველა მიმართულებით. შაბათ-კვირისთვის დაგეგმეთ ვიზიტი მაღაზიებში. თავად შოპინგის პროცესი თქვენთვის შეიძლება სასიამოვნო გამოცდილება იყოს, შენაძენი კი – მეტად პრაქტიკული.

სასიკეთო დღეები: 5, 7.

არასასიკეთო დღე: 3.

 

ლომი

სავარაუდოდ, მოგიწევთ კონცენტრირება მოახდინოთ წმინდა მატერიალური პრაქტიკული საკითხების მოგვარებაზე, რომლებიც დაკავშირებულია სახლისა და ოჯახის მოწყობასთან. ენერგია არ დახარჯოთ დასახული მოკლევადიანი მიზნების მისაღწევად. კვირის ბოლოს რეკომენდებულია სახლისთვის შენაძენების გაკეთება, ამ პერიოდში შეძენილი ნივთები დიდხანს მოგემსახურებიან და ერთგვარი დამცველები იქნებიან უარყოფითი ენერგიებისგან. სიმშვიდე შეინარჩუნეთ საყვარელ ადამიანებთან ურთიერთობისას.

სასიკეთო დღეები: 6, 7.

არასასიკეთო დღე: 4.

 

ქალწული

უახლოეს მომავალში შეიძლება ორ ცეცხლშუა აღმოჩნდეთ, ამიტომ შეეცადეთ წინასწარ იფიქროთ უკან დასახევ გზებზე ან ტაქტიკაზე, რაც ასეთ სიტუაციას თავიდან აგაცილებთ. უნაღდო ანგარიშგასწორებისას შეიძლება ზარალი გქონდეთ. შესანიშნავი პერიოდია მოგზაურობისა და დასვენებისთვის.

 

სასიკეთო დღეები: 4, 7.

არასასიკეთო დღე: 6.

 

სასწორი

ამ კვირაში დრო პროფესიული საკითხების გადაჭრას დაუთმეთ. იყავით სერიოზული და ყურადღებიანი, მაგრამ არ აურიოთ საქმე და პირადი ურთიერთობები. ახალი რომანტიკული ნაცნობობისთვის ეს კვირა შესაფერისი არ არის. იყავით თანმიმდევრულები თქვენს მოქმედებებში, არ გასცეთ შეუსრულებელი დაპირებები და საკუთარ თავზე არ აიღოთ დიდი ვალდებულებები. შაბათ-კვირა საუკეთესო პერიოდია ახალი ნაცნობობისთვის.

სასიკეთო დღეები: 3, 7.

არასასიკეთო დღე: 5.

 

მორიელი

კვირის დასაწყისში ბევრი საქმე გექნებათ როგორც სახლში, ისე სამსახურში. ხელმძღვანელობამ შეიძლება ხშირად შეცვალოს დავალებები და შექმნილი სიტუაცია თქვენთვის ადვილი არ იქნება. შეიძლება ოჯახშიც ინერვიულონ, რადგან თქვენგან რაღაც საქმის გაკეთებას მოელიან. პრობლემები გამორიცხული არ არის, მაგრამ დიდი ალბათობით, შედეგი სასიამოვნო იქნება.

სასიკეთო დღეები: 2, 5.

არასასიკეთო დღე: 1.

 

მშვილდოსანი

კვირა ხელსაყრელია ფინანსური გადაწყვეტილებების მისაღებად. ამ დროის განმავლობაში თქვენი ფინანსური მდგომარეობა უნდა გაუმჯობესდეს. დიდწილად, ეს შეიძლება მოხდეს პროფესიულ საქმიანობაში წარმატებისა და არსებული თანხის რაციონალური გამოყენების შედეგად. თუ ახალ შემოთავაზებას მიიღებთ, ნუ იჩქარებთ დათანხმებას, იფიქრეთ და გადაწყვეტილება ისე მიიღეთ. შაბათ-კვირა საყიდლებს დაუთმეთ.

სასიკეთო დღეები: 4, 6.

არასასიკეთო დღე: 2.

 

თხის რქა

ვარსკვლავები გირჩევენ, თავი აარიდოთ სტრესულ სიტუაციებს. რაც უფრო ნაკლებად ინერვიულებთ, მით უკეთესად იგრძნობთ თავს. ნებისმიერი შესყიდვა, განსაკუთრებით ძვირფას ლითონებთან დაკავშირებული, წარმატებული იქნება. სიყვარულში სასიამოვნო სიურპრიზები გელით, ამ ნიშნის ზოგიერთ წარმომადგენელს კი – პერსპექტიული ნაცნობობა.

სასიკეთო დღეები: 5, 6.

არასასიკეთო დღე: 3.

 

მერწყული

შეგიძლიათ ისეთი საქმე დაგეგმოთ, რომელიც ადრე თქვენს შეშფოთებას იწვევდა. ახლა შეგიძლიათ მიიღოთ მოულოდნელი და ძალიან წარმატებული გადაწყვეტილებები, მაგრამ ნუ იჩქარებთ ყველაფრის ერთდროულად გაკეთებას, იყავით მომთმენი. ახალი ნაცნობობა სასიამოვნო და სასარგებლო იქნება. ფინანსურ ურთიერთობებში სიფრთხილე უნდა გამოიჩინოთ: კარგი იქნება, თუ ფულს არ ისესხებთ.

სასიკეთო დღეები: 4, 7.

არასასიკეთო დღე: 2.

 

თევზები

თევზებო, ვარსკვლავები შესანიშნავ განწყობასა და მთელი კვირის განმავლობაში ყველა საქმეში დახმარებას გპირდებიან. გამოიყენეთ ეს! ახლა კარგი დროა ფულთან დაკავშირებული საკითხების მოსაგვარებლად, თქვენი ოცნების სამუშაოს მისაღებად და იმ ადამიანის კეთილგანწყობის მოსაპოვებლად, რომლის მიმართაც დიდი ხანია თბილი გრძნობები გაქვთ. ასევე მოსალოდნელია საჩუქრები და სიურპრიზები ბავშვებისგან.

სასიკეთო დღეები: 4, 5.

არასასიკეთო დღე: 7.

თამთა გურული

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close