fbpx
მედიცინამსოფლიო

ისრაელმა საკუთარი მოსახლეობის ნახევარი უკვე აცრა COVID-19-ზე

ისრაელმა თავისი მოსახლეობის ნახევარი უკვე აცრა COVID-19-ზე, მათ 35%-ს კი მეორე აცრაც გაკეთებული აქვს. ამის შესახებ პარასკევს, 26 თებერვალს ჯანდაცვის მინისტრმა იოელ ედელშტაინმა  განაცხადა. ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.

ქვეყნის მოსახლეობა 9,3 მილიონია. ამ რიცხვში შედიან აღმოსავლეთ იერუსალიმის არაბი მაცხოვრებლებიც. ვაქცინაციის კამპანია არ მოიცავს მდინარე იორდანეს დასავლეთ სანაპიროზე და ღაზის სექტორში მცხოვრებ პალესტინელებს.

კოვიდ-19-ზე აცრილი მოსახლეობის რაოდენობით, მთელ მოსახლეობასთან პროცენტული შეფარდების თვალსაზრისით, ისრაელი მსოფლიოში პირველ ადგილზეა. ქვეყნის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს დაპირების თანახმად, 16 წელზე მეტი ასაკის ყველა ისრაელელი მარტის ბოლომდე აცრილი იქნება, აპრილიდან კი საკარანტინე შეზღუდვების ეტაპობრივი მოიხსნა დაიწყება.

ნინო ხოშტარია

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close